
ევროპის ჩემპიონატი რუმინულ ბასკოვში, რომელიც ბუქარესტიდან 130 კმ-ში მდებარეობს 21 ივნისიდან ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს მარათონულ რეგატაში, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 2025 წლის ჩემპიონმა, საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰიი ემილიანოვმაც მიიღო. შეჯიბრში, საერთო ჯამში 25 ქვეყნის უძლიერესი მარათონელი მონაწილეობდა.
მდინარე აჯრეზე რომელიც ნოჩბოსნობის სახეობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინფრასტრუქტურულად გამართული ობიექტია, შეჯიბრი ამჯერადაც რუმინეთის კანოეს ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევით მოეწყო. ჩვენს სპორტსმენს კი, მონაწილეობაში, თავის მხრივ, საქართველოს სპორტის სამინისტრო დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ სერჰიის, 2025 წელს მარათონული დისტანცია 1:08:24.25 საათში ჰქონდა დაფარული. წელს კი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ეს შედეგი გააუმჯობესა და დისტანცია, 1:00:05.22 საათში დაფარა, თუმცა, მარათონის (11.8 კმ სიგრძე) მოსაგებად, პარა კაიაკერისთვის (KL3) საქართველოდან, ეს დრო არ გამოდგა საკმარისი. სერჰიის, სულ რაღაც 00:01:27.59 დააკლდა რეგატის მოსაგებად, რომლის გამარჯვებულიც ამჯერად, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანელი ნიკოლას მარტინესი გახდა.





ჩვენ








