ქართველები საფრანგეთს იპყრობენ - ამჯერად, ფრანგული სპორტული მედია "მანუზე" ლაპარაკობს
ქართველები საფრანგეთს იპყრობენ - ამჯერად, ფრანგული სპორტული მედია "მანუზე" ლაპარაკობს
24.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროლიგაზე შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი საკალათბურთო მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი, „მონაკოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონობას ზეიმობს. ფინალური სერიის ბოლო, მე-5 მატჩში, „მანუს" გასვლაზე „პარიზი" დაამარცხა 92-101 (24-27, 28-28, 29-18, 11-28). თამაშის მსვლელობიდანაც ჩანს, თუ როგორი დაძაბული გამოდგა გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც ქართველი მწვრთნელის გუნდმა ბოლო მეოთხედში მაქსიმუმი გააკეთა ტიტულის მოსაგებად.


ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით, „მონაკომ", როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებით იასპარეზა ევროლიგაზე, სადაც ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა. შემდეგ, მოიგო საფრანგეთის თასი. დღეს კი, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.


ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც „მონაკო" მთავაი მწვრთნელის, ვასილის სპანულისის გარეშე დარჩა, მისი მოვალეობის შესრულება, სამწვრთნელო შტაბიდან მანუჩარ მარკოიშვილს მოუხდა. დღეს კი, ქართველი გახდა ის პიროვნება რომლის თავკაცობითაც 2025-2026 წლების სეზონი „მონაკოსთვის" წარმატებული გამოდგა.