მარია ალავიძე მსოფლიო თასის სუპერ ფინალის ბრინჯაოს მედალოსანია!
მარია ალავიძე მსოფლიო თასის სუპერ ფინალის ბრინჯაოს მედალოსანია!
20.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი მხატვრული მოცურავე მარია ალავიძე მორიგ წარმატებას აღწევს. თავისუფალ სოლო პროგრამაში მსოფლიო თასის ეტაპზე მოგებული ბრინჯაოს შემდეგ, ქართველი სპორტსმენი კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალს, ამჯერად კანადაში მიმდინარე მსოფლიო თასის სუპერ ფინალში ახერხებს მოიგოს.


თავისუფალ პროგრამაში, რომელსაც ქართველი სპორტსმენი ჯგუფი „მგზავრების" კომპოზიციაზე ასრულებს,  ტორონტოშიც,  როგორც მოველოდით, თავისუფალი პროგრამას მაღალ დონეზე ასრულებს, იმსახურებს 267.8437 ქულას და სუპერფინალის კვარცხლბეკზე ადის. მარია, თავისუფალი სოლო პროგრამის გამარჯვებულ გერმანელ კლარა ბლეიერს, მხოლოდ 13.7737 ქულით ჩამორჩა. მეორე ადგილზე ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, კანადის წარმომადგენელი, ოდრი ლამოტე გავიდა, რომელთანაც ჩვენმა გოგომ, მხოლოდ 0.0213 ქულით ნაკლები დაიმსახურა დღევანდელ გამოსვლაში.


საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ცნობით, მარია ალავიძემ, რომელიც აქამდე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ამ წარმატების შემდეგ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით რეიტინგები განახლებული არ არის.


აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21 ივნისს მარია, მეწყვილე ანნა ყიფიანთან ერთდ, 01:15 საათზე ტექნიკური დუეტები შეეცდება წარმატების მიღწევას. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო თასის ეტაპზე მარიან ნიტა ნათობაძესთან ერთდ ასპარეზობდა, თუმცა, სუპერფინალში ნიტა, სწორედ ანნამ ჩაანაცვლა, ასე, რომ ახლა უფრო დიდი ინტერესით ველით ხვალინდელ საასპარეზო დღეს.