პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, ცნობილია მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფიც...
პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, ცნობილია მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფიც...
20.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე კვირაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე-ლუსო" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და როგორც უკვე მოგახსენეთ, მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს პოლონურ „სოსნოვიეცისთან, ჩრდ. მაკედონიურ „სკოპიესთან" და ირლანდიურ „ატლონთაუნი" ერთად. აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპი, მინი-ტურნირების სახით ტარდება, სადაც თითო ჯგუფი, ერთ-ერთი მონაწილე გუნდის ქვეყანაში ჯერ 1/2 ფინალს შემდეგ კი, ფინალს (ასევე თამაშდება მე-3 ადგილი) თამაშობს. ნიონში გამართული წილისყრით 1/2 ფინალში გაგა კირკიტაძის გუნდის მეტოქე, პოლონურ „სოსნოვიეცი" იქნება. ჯგუფური მინი-ტურნირიც სწორედ, პოლონეთში გაიმართება.


იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი, ჯგუფს მოიგებს, 5 და 8 აგვისტოს, უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება სადაც, სავარაუდო მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია. მაგალითად ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული გუნდი, ალბანურ „ვლაზნიას" დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მე-5 ჯგუფის (ტალინის „ფლორასა" (ესტონეთი), „მგარი იუნაიტედს" (მალტა) და „სპარტაკ მიავა" (სლოვაკეთი)) გამარჯვებული, რომელიც კვიპროსული ლარნაკას „აპოლონს" შეხვდება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში. იქაც, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, 1/2 ფინალში გამარჯვებულები ფინალს ითამაშებენ და გამარჯვებული ფლეი-ოფში გადავა.


შეგახსენებთ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე-ლუსო", ამ ეტაპისთვის საქართველოს ქალთა ლიგას 45 ქულით კი უდგას სათავეში, თუმცა, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, „ლანჩხუთთან", რომელსაც ამ მომენტისთვის ასევე 45 ქულა აქვს და ბურთების შეფარდების მაჩვენებლით უთმობს პირველობას „ნიკე-ლუსოს".



ფოტო: © UEFA