ლეგენდა ქართველმა დაგვიმარცხა - ხვალ ბოლო საასპარეზო დღეა
ლეგენდა ქართველმა დაგვიმარცხა - ხვალ ბოლო საასპარეზო დღეა
20.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ულან-ბატორში მიმდინარე გრან სლემზე, რომელიც შეგახსენებთ, მსოფლიო ტურის მორიგი გაჩერებაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით - სწორედ, მონღოლეთში მიმდინარე ტურნირზე დაიწყო ზაფხულის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების ათვალ, ქართული გუნდისთვის მეორე დღეც ხელმოცარული გამოდგა.


ამ დღეს მედლების ოთხი კომპლექტი თამაშდებოდა, საიდანაც სამში, საერთო ჯამში ხუთი ქართველი ჯუდოკა იყო რეგისტრირებული თუმცა, ჩვენებს წინასწარი შეხვედრებისას მოეცარათ ხელი და ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩნენ. არადა ერთი მედლის მოლოდინი მაინც გვგქონდა საერთო ჯამში.


გოგონებში, -70 კგ წონით კატეგორიაში, დარეგისტრირებული ორი მონაწილიდან (ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია), ტატამზე მხოლოდ გულბანი გამოვიდა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად მასპინძელი ჯუდოკა დაამარცხა, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში მომდევნო შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


მოულოდნელი გამოდგა, -73 კგ  წონით კატეგორიაში ჩვენი წარმომადგენლების ასპარეზობაც, უფრო ზუსტად, პირველივე წრეში გიორგი ტერაშვილის მარცხი, სამხრეთ კორეელ ან იაჰონგთან. რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს,  ჩვენმა ლეგენდარულმა ვეტერანმა მეორე წრიდან დაიწყო და კანადელი ლემიერე დაამარცხა, თუმცა, 1/8 ფინალში ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი გოგნიაშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. თავის მხრივ გოგნიაშვილმა ჯერ 1/2 ფინალი წააგო და შემდეგ, ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა.


ერთი წრე გაიარა და მეორეში წონის ფინალისტთან, იაპონელ ოინოსთან დამარცხდა -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილი.


ხვალ, ულან-ბატორის გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეა. გათამაშდება მედლები ხუთი კომპლექტი, საიდანაც ქართველები ოთხ წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები:


+78 კგ სოფიო სომხიშვილი

-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი


ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, კვლავ 13:00 საათისთვის არის ჩანიშნული.



ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი