
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალური ეტაპისთვის მზადება ქუთაისში დაიწყო. ჩვენი ნაკრები 22-26 ივლისს, ავსტრალიაში, კერძოს, სიდნეის ოლიმპიურ საწყლოსნო ცენტრში გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელში თამაშის უფლებაც საქართველოს ნაკრებმა მე-2 დივიზიონიდან, მონტენეგროს ნაკრებთან ერთად მოიპოვა.
მსოფლიო თასის სუპერ ფინალში საერთო ჯამში რვა ნაკრები მონაწილეობს და უკვე ხსენებული, ჩვენი და მონტენეგროს ეროვნული ნაკრებების გარდა, პირველი დივიზიონის ხუთი საუკეთესო გუნდი - ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ხორვატიისა და ასევე მასპინძელი ავსტრალიის ნაკრები იასპარეზებს.
ამ ეტაპზე გათამაშების ზუსტი კალენდარი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 2000 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სიდნეიმ საწყლოსნო სახეობების ღონისძიებას 2011 წელს უმასპინძლა. თუმცა, მსოფლიო თასის სუპერ ფინალს, პირველად უმასპინძლებს.





ჩვენ








