
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის „დინამო" 2026-2027 წლების სეზონში ევროტურნირებზე არ ასპარეზობს, აჭარის მთავარი სტადიონი მაინც საკლუბო თამაშების ფერხულში იქნება ჩაბმული. საქმე ისაა, რომ „სპორტ ორიენტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სტადიონზე, ევროტურნირების მატჩებს ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი, თელ-ავივის „მაქაბი" ჩაატარებს.
სპორტული თვალსაზრისით ქართული მხარის სწორი მარკეტინგული გათვლით, თელ-ავივის „მაკაბიმ" ბათუმზე არჩევანი ისრაელიდან პირდაპირი რეისებისა და ფრენის მოკლე ხანგრძლივობის გათვალისწინებით შეაჩერა. ქალაქებს შორის დღის განმავლობაში რამდენიმე პირდაპირი ავიარეისი სრულდება, რაც ათასობით გულშემატკივარს აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩებში ტრიბუნებიდან საკუთარი გუნდის ქომაგობის შესაძლებლობას აძლევს.
Sports Orient-ის გუნდი შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მასპინძელი იქნება და ადგილზე „მაკაბის" ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი მატჩების უეფა-ს სტანდარტით ჩასატარებლად უეფა-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, სტადიონის გუნდთან და მატჩების ყველა მონაწილე მხარესთან ერთად იმუშავებს.
„მადლობას ვუხდით თელ-ავივის მაკაბის გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიას პროცესში გამოვლენილი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობებით ბათუმი საერთაშორისო ტურისტული მიმართულებით არაერთხელ მოხვდება ყურადღების ცენტრში. ულამაზესი აჭარაბეთ არენა კი ისრაელიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გულშემატკივარს არაერთ დაუვიწყარ საფეხბურთო მოგონებას შემოუნახავს. ნაკლების ჩვენება", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში, რომელსაც „სპორტ ორიენტი" ავრცელებს.
თელ-ავივის „მაქაბი" უეფა-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. წილისყრის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, კლუბი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და მოდლოვას ვიცე ჩემპიონის „შერიფისა" და სლოვენიის თასის გამარჯვებულ „ალუმინის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თამაშები 23 და 30 ივლისს არის ჩანიშნული. ბათუმში, აჭარაბეთ არენა კი, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრას რომელშიც „მასპინძელი" თელ ავივის „მაქაბი" იქნება, 30 ივლისს უმასპინძლებს.





ჩვენ








