
კანადაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო თასის სუპერ ფინალში ასპარეზობა ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მარია ალავიძემ დაიწყო. 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა, საკმაოდ მაღალ კონკურენციაში ტექნიკურ სოლო პროგრამაში 241.0259 (+23.4191) ქულა დააგროვა და მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ალავიძეს, ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ გერმანელმა კლარა ბლეიერმა აჯობა. სოლო ტექნიკური კი, ჩინელმა „სინქრონისტმა" მოიგო.
ხვალ, ასპარეზობის მეორე დღეს, მედლები თავისუფალ სოლო პროგრამაში გათამაშდება, სადაც ასევე მიიღებს მონაწილეობას მარია ალავიძე. ერთი დეტალი - ჩვენი დაკვირვებით, მარია თავისუფალ პროგრამაში, რომელსაც ჯგუფი „მგზავრების" კომპოზიციაზე „გაფრენა მაცადე" ასრულებს, უფრო დამაჯერებლად ასპარეზობს და რაღა დაგიმალოთ და მედლის მოლოდინიც გვაქვს.
ამას გარდა, ალავიძე, ამჯერად ანნა ყიფიანთან ერთად ტექნიკურ დუეტებში იასპარეზებს.
20 ივნისი 18:00 სოლო თავისუფალი - მარია ალავაიძე
21 ივნისი 01:15 - ტექნიკური დუეტები - მარია ალავიძე, ანნა ყიფიანი





ჩვენ








