ფუტსალში, მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ფუტსალში, მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
19.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნიონში ახალი საფეხბურთო სეზონისთვის წილისყრათა ციკლი გრძელდება. ამჯერად ევროპული ფეხბურთის მთავარ ოფისში ფუტსალში 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის წილისყრა გაიმართა.


საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, იტალიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდს, კოსოვოს, 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის აპრილში ევრო 2026 წლის მეინ რაუნდში დაუპირისპირდა და ორივეში ერთნაირი ანგარიშით 3-1 გაიმარჯვა. თუმცა, ასათიანის გუნდს, ეს გარემოება რა თქმა უნდა მოდუნების საშუალებას არ მისცემს.


რაც შეეხება 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს, ისინი, 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება. ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი, ელიტ რაუნდში მოსახვედრად, ფლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.


ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის ფლეი-ოფში იბრძოლებენ.


აქვე შეგახსენებთ, რომ ასათიანის გუნდმა აღნიშნული მეინ-რაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო და აპრილში ორი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ.