ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ქულების ათვლა ულან-ბატორში იწყება
ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ქულების ათვლა ულან-ბატორში იწყება
18.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებზე მოსახვედრად 19 ივნისიდან სარეიტინგო ქულების დაგროვებას იწყებენ ჯუდოკები. პირველი სარეიტინგო შეჯიბრი სწორედ 19 ივნისიდან დაიწყება მონღოლეთში და 21 ივნისის ჩათვლით გასტანს. ულან-ბატორის გრანს სლემზე 2026 წლის შეჯიბრში საერთო ჯამში, 58 ქვეყნის 454 ჯუდოკაა რეგისტრირებული, რომელთა შორის, სამი დღის მანძილზე, საქართველოს 13 სპორტსმენი წარმოადგენს:


მონღოლურ ტატამზე ძალებს სცდიან:

-48 კგ  ჯულიეტა როდონაია

-70 კგ ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია

+78 კგ სოფიო სომხიშვილი

-60 კგ გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი,  გიორგი ტერაშვილი

-81 კგ ზაურ დვალაშვილი

-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი


როგორ ხედავთ, ქართულ გუნდს, განახლებულ და უმნიშვნელოვანეს გრან სლემზე, თუმცა, ვიდრე ოლიმპიური ლიცენზიების ქულები „გათამაშდება" ყველა ტურნირი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, სამი წონა (გოგონებში -70კგ, ბიჭებში -66 კგ და -73 კგ) გაორებული აქვს.


წინასწარი შეჯიბრი თბილისის დროით დილით ადრე 05:30 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება ფინალურ ბლოკს მისი ხილვა ჩვენი დროით 13:00 საათიდან არის შესაძლებელი.