მარია ალავიძე და ანნა ჯაფარიძე ტორონტოში მსოფლიო თასის სუპერ ფინალში იასპარეზებენ
მარია ალავიძე და ანნა ჯაფარიძე ტორონტოში მსოფლიო თასის სუპერ ფინალში იასპარეზებენ
17.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

ტორონტოში, 19-21 ივნისის ჩათვლით მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასის სუპერ ფინალია. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს მხატვრულ ცურვაში საქართველოს ნაკრები, რომელიც მსოფლიო თასის ეტაპებისგან განსხვავებით მცირედი ცვლილებით იასპარეზებს.


კანადაში, საქართველოს ღირსებას მარია ალავიძე და ანნა ყიფიანი დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ ეტაპზე მარიასთან წყვილში ნიტა ნათობიძე ასპარეზობდა.


19 ივნისს, 19:00 სოლო ტექნიკური - მარია ალავიძე

20 ივნისი 18:00 სოლო თავისუფალი - მარა ალავაიძე

21 ივნისი  01:15 - ტექნიკური დუეტები - მარია ალავიძე, ანნა ყიფიანი


აღსანიშნავია, რომ კანადას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება მხატვრულ ცურვაში ტურნირების მასპინძლობით. 2005 და 2016 წლებში მონრეალმა და უინძორმა, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს მსოფლიო ჩემპიონატს მხატვრულ ცურვაში. ამას გარდა, ქვეყანაში 119 მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირი აქვს ჩატარებული.