„შენ დიდებული ხარ თოკო!“ - "ბარსა" შენგელიას!
„შენ დიდებული ხარ თოკო!“ - "ბარსა" შენგელიას!
15.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

თოკო შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის მიერ, ევროლიგის ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ დასახელდა. „შენ დიდებული ხარ თოკო!" - ასე ეხმაურება ამ აღიარებას საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა", რომელმაც, მართალია, ევროლიგაზე ფინალამდე ვერ მიაღწია, თუმცა, მალე ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და 18, 20 და 22 ივნისს, ჩემპიონის ტიტულისთვის „ვალენსიას" დაუპირისპირდება. თამაშები, სამივე დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გუნდი, გიორგი შერმადინის „ტენერიფეს" დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა. გეტყვით, რომ „შერმოს" თამაშებში ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მონაწილეობა არ მიუღია.


რაც შეეხება ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის სამიტს, ის ვაშინგტონში, 8-11 ივნისს გაიმართა და მთელი მსოფლიოდან აღნიშნული ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები შეკრიბა.