
დღეს ნიონში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ზურაბ ხიზანიშვილის გუნდა თბილისში გამართული ტურნირიდან A ლიგაში გასვლა ვერ მოახერხა, მაინც დაიტოვა შანსი ითამაშოს ელიტ რაუნდში. ამისთვის ჩვენმა 19-წლამდებმა B ლიგაში დღეს, შვეიცარიაში დაკომპლექტებული ჯგუფი უნდა მოიგოს.
დღევანდელი წილისყრით საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B2 ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიისა და სან მარინოს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩვენი ინფორმაციით, მეორე რაუნდის ჯგუფური ეტაპი 9-17 ნოემბერის ფარგლებში, სან მარინოში გაიმართება.
შეცვლილი ფორმატის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა. პირველი რაუნდის შემდეგ, გუნდები და B ლიგებში გადანაწილდნენ, ჩვენ B ლიგაში მოვხვდით. მეორე რაუნდში - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ ჯგუფს მოვიგებთ, გადავალთ ელიტა რაუნდში. თავის მხრივ, ელიტ რაუნდი, არის მესამე შესარჩევი ეტაპი, სადაც B ლიგაში გამარჯვებული გუნდების გარდა, A ლიგის ჯგუფებიდან, სადაც თავის მხრივ ასევე თამაშობენ მეორე რაუნდს, ელიტ-რაუნდში 3-3 გუნდი იასპარეზებს. საერთო ჯამში იქნება 7 ჯგუფი, რომლის გამარჯვებულებიც გავლენ ფინალში. მათ ფინალური ტურნირის მასპინძელი გუნდი შეუერთდება.





ჩვენ








