ზოგჯერ ჩემპიონები მარცხდებიან და შემდეგ უფრო ძლიერნი ბრუნდებიან...
ზოგჯერ ჩემპიონები მარცხდებიან და შემდეგ უფრო ძლიერნი ბრუნდებიან...
15.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

პირველად კარიერაში ილია თოფურია დამარცხდა, ზედიზედ მოგებული 17 ბრძოლის შემდეგ. ქართველი, რომელიც UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი  აქვთ მოგებული, დღეს ოქტაგონიდან ძმის თანხლებით გავიდა. ბოლო ინფორმაციით ქართველს თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი და მას კლინიკაში დამატებით კვლევებს უტარებენ.


ქართველი მებრძოლი დღეს გამთენიისას თეთრი სახლის შოუში დამარცხდა, თუმცა, პატარა ერის წარმომადგენელი, რომელიც სიამაყით აცხადებს რომ ის საქართველოსთვის და ესპანეთისთვის თანაბრად იბრძვის, აუცილებლად დაბრუნდება, დაბრუნდება ძლიერი და რევანშს აიღებს, სამართლიან დაპირისპირებაში. მანამდე კი, UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის, ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.


ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა და ის, ილია თოფურიას კუთხემ, ქართველის მძიმე დაზიანებებიდან გამომდინარე შეხვედრა შეაჩერა. ქართველი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.


თეთრი სახლის ეზოში დამონტაჟებული ოქტაგონზე გამართულ ორთაბრძოლებს, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნებოდა საერთო ჯამში 4000 მაყურებელი დაესწრო. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ცოლთან, მელანი ტრამპთან და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.



ფოტო: (c) ლაშა კუპრაშვილი