
მექსიკის შემდეგ მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად კანადასა და აშშ-იც გაიხსნა. ფიფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ფოტო და ვიდეო კადრებს ტორონტოსა და ლოს ანჯელესში გამართული საზეიმო ცერემონიებიდან, რომელსაც სავსე ტრიბუნები ადგილზე და მილიონობით მაყურებელი ტელე-ეკრანებთან ადევნებდა თვალს. გახსნის ცერემონიაში, ორივე ლოკაციაზე მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
მაგალითად, ლოს ანჯელესში ყურადღების ცენტრში კეტი პერი იყო, რომელის სტადიონის ცენტრში გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა, ტომ კრუზი და ბექჰემების ოჯახი იყო კი, ყოველივე ამას ტრიბუნებიდან 70000 გულშემატკივართან ერთად ადევნებდა თვალს. მოგვიანებით კი, ამავე „სოფის" სტადიონზე D ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეიძლება ბევრისთვის და რაღა დაგიმალოთ და ჩვენთვისაც, აშშ-ს ნაკრებმა პარაგვაი დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი მე-7 წუთზე გავიდა, მოგვიანებით ის ავტოგოლად ჩათვალეს, ასე, რომ 2026 წლის მუნდიალზე პირველი ავტოგოლი გვაქვს და მისი ავტორი პარაგვაელი დამიან ბობადილიაა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გოლი გახდა სტიმული აშშ-ს ნაკრებისთვის, რომელმაც ამ თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მსოფლიო ჩემპიონატის თანა-მასპინძელი ქვეყნის გუნდა პირველი ტაიმი 3-0, თამაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4-1 მოიგო.
ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ ტორონტოში BMO ფილდზე, სადაც ზემოთხსენებული გახსნის ცერემონიის შემდეგ, მესამე თანა-მასპინძელი ქვეყნის კანადის ნაკრებმა B ჯგუფში ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს უმასპინძლა. პირველი ტაიმი, რეალურად ბოსნიელების კარნახით წარიმართა და ეს მონაკვეთიც მათი გამარჯვებით დასრულდა, 0-1. 21-ე წუთზე იოვო ლუკიჩმა გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში კანადელებმა ხასიათი გამოაჩინეს და „საუთჰემპტონის" თავდამსხმელის კაილი ლარინის 78-ე წუთზე გატანილი გოლით, ქულა გადაარჩინეს. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
საფეხბურთო მატჩების პარალელურად საერთაშორისო მედია აღნიშნავს რომ 2026 წლის მუნდიალი, ბევრად ძვირია წინამორბედზე - ამ მხრივ, ყურადღება ჩემპიონატის მატჩების გეოგრაფიაზე მახვილდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბები ამ მხრივ უპრეცედენტოდ მაღალია. თუმცა, მაღალია მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასებიც. მაგალითად 500 მილიონი წინასწარი ჯავშანი, ფიფა-ს აიმედებდა, რომ თამაშები სავსე ტრიბუნების წინ ჩატარდებოდა, თუმცა, სამხერთ კორეისა და ჩინეთის მატჩის დროს, ტელემაყურებელი შეამჩნევდა ცარიელ ტრიბუნებს. აქ, ერთი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა - ოფიციალური ცნობით, რომელსაც ფიფა ავრცელებს, რომ კონკრეტულად „ესტადიო ჩივასის" სტადიონზე, 44,985 მაყურებელი დაესწრო, რაც სტადიონის სრულ ტევადობაზე მხოლოდ 679-ით ნაკლები იყოო, რაც ცოტა უცნაურია. ამას გარდა, ის ინფორმაციაც ვრცელდება, რომ გულშემატკივარმა, რომელმაც საკმაოდ ძვირადღირებული ბილეთები შეიძინეს, თუმცა, მოგვიანებით, ფეხბურთის ყურება ბარებში არჩიეს. ფაქტია, რომ ეს თემა არ დაიხურება და დიდი ალბათობით, ჩემპიონატის დასრულებამდე უფრო გაღვივდება. მაგალითად, „დეილი მეილი" არ გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა კიდევ უფრო გაღვივდეს, გამომდინარე იქიდან რომ მსოფლიოს მმართველი ორგანო პიარ-სკანდალში უკვე გაეხვია.
ფოტო: ©FIFA / © Daily Mail





ჩვენ








