
სანაკრებო შესვენების შემდეგ ხვალ ქალთა ლიგა განახლდება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, ვიდრე გუნდები ორ ზედა და ქვედა ჯგუფად დაიყოფიან და შესაბამისად, ზედა ჯგუფი ჩემპიონობისთვის, ქვედა კი ძლიერთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად დაიწყებს ბრძოლა, ქალთა ლიგის მონაწილე 10 გუნდს, კიდევ ოთხი ტურის თამაშო მოუწევს. აქვე, შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან, ქალთა ლიგაში, მხოლოდ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, ამ ოთხ ტურში, თუ არ ჩავთვლით მოქმედ ჩემპიონს „ნიკე-ლუსოსა" და ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს „ლანჩხუთს", რომლებსაც თანაბარი 39-39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს იყოფენ, 5 კლუბს „ბათუმს", „მართვეს", „ვერეს", „კვარტალსა" და გათამაშების დებიუტანტ „თეთრიწყაროს", კიდევ აქვთ შანსები ზედა ჯგუფის დარჩენილი ორი საგზურის მფლობელები გახდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელონ ასპარეზობა.
13 ივნისს კი, მე-15 ტურის ყველა შეხვედრა ერსა და იმავე დროს, 18:00 საათზე დაიწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ბათუმი", „ლანჩხუთს" უმასპინძლებს. ამ გუნდების წარმომადგენლებმა, ორი დღის წინ, სპორტულ ბარ „მარაკანაში" ქართული სპორტული მედიისგან კუთვნილი პრიზები ჩაიბარეს. შეგახსენებთ, რომ პირველად ჩვენმა ვებ-პორტალმა TSFF.Ge-მ საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გამოკითხვა ჩაატარა. 20 ჟურნალისტის ხმები საბოლოოდ შეჯამდა და გამარჯვებულიც ასე გამოვლინდა. 13 ივნისის შეხვედრაში, მედიის რჩეულთაგან მასპინძელთა შორის თათია შაინიძე ითამაშებს. სტუმართა შორის კი, მედიის რჩეულთა მთელი თანავარსკვლავედია, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, თითქმის მთელი გუნდი.
სხვათა შორის, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ მიმდინარე სეზონის სიმბოლურ ნაკრებსაც გამოვავლენთ, რაც წლის ბოლოს, საუკეთესო გუნდის და ფეხბურთელების არჩევაში დაგვეხმარება. თუმცა მანამდე, მე-15 ტური და შემდეგ ქალთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ფაზაა.
განახლებული ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს კი, შემდეგი შეხვედრები გაიმართება:
„მართვე" - „თეთრიწყარო"
„ვერე" - „დინამო სოხუმი"
„რაჭა"- „ნიკე-ლუსო"
„ბათუმი" - „ლანჩხუთი"
„ელიტა" - „კვარტალი"





ჩვენ








