ხვალ სერჰიის მორიგ წარმატებას ველით...
ხვალ სერჰიის მორიგ წარმატებას ველით...
12.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 13 ივნისს, თბილისის დროით 18:11 საათზე პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კანოე სპრინტსა და პარაკანოეში ოქროს მედლისთვის და ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრების წევრი სერჰი იემელიანოვი, რომელმაც შესარჩევ გაცურვაში, KL3 (200 მ)  კლასში დისტანცია 41.117 წამში დაფარა, პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში გადავიდა.


ჩვენი გუნდის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ალექსანდრე წივწივაძემ C1 (200 მ) და ბადრი ყაველაშვილმა K1 (200 მ) გუშინ 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს თუმცა, დღეს, A ფინალში გადასვლა ვეღარ მოახერხეს.


ალექსანდრემ 1/2 ფინალში დისტანცია 39.592 (+0.345) წამში დაფარა, მეხუთე ადგილი დაიკავა და ძალიან ცოტა დააკლდა ფინალში გადასასვლელად. რაც შეეხება ბადრის, 1/2 ფინალში ფინიშის ხაზი, ჩვენმა წარმომადგენელმა მეშვიდემ გადაკვეთა 36.006 (+1.694). 


აქვე შეგახსენებთ, წარუმატებელი იყო საკვალიფიკაციო გაცურვა, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენლისთვის გია გაბედავასთვის, რომელიც C1 (500 მ) კლასში, საკვალიფიკაციო გაცურვის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას.


ევროპის ჩემპიონატი 11-14 ივნისს  პორტუგალიაში ტარდება და მასში ქართველო სპორტსმენების გარდა, 44 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.