
გუშინ, ოფიციალურად გაიხსნა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, მონაწილე გუნდების უპრეცენდენტო რაოდენობით და ტურნირის სამი მასპინძელი ქვეყნით და მაშინ, როდესაც მექსიკაში პირველი მატჩი დასრულდა, სამხრეთ კორეისა და ჩეხეთის ნაკრებების (ეს თამაში ჩეხებმა 2-1 წააგეს) თამაში დასასრულს უახლოვდებოდა ნიუ იურკის ქუჩებში, ავტომობილების თავებზე შემომხტარი მოქალაქეები ზეიმობდნენ, თუმცა, ეს არ იყო ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ზეიმი, რადგან ამ უდიდესი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელ ქალაქში, ადგილობრივებს სულ სხვა რამ ახარებდათ.
„ბეთმენი" ხომ გაქვთ ნანახი? ტელესერიალი „გოთემი? შაბათს საღამოს, დაახლოებით ასეთი რამ მოხდება თუკი, „ნიქის" მოიგებს". სიმართლე, რომ გითხრათ, ჯერ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მივყვები. ვერაფერზე ვფიქრობ, „ნიქსის" გარდა", - უთხრა BBC-ს კორესპონდენტს, რომელიც შეეცადა გაერკვია რას აღნიშნავდნენ ნიუ იორკის ქუჩებში ხალხი, იმ დროს, როდესაც მთელი რიგი ბარებიდან ხალხის გმინვა ისმოდა, ზოგჯერ აღტაცებული და ზოგჯერ იმედგაცრუებული.
„ახლა, კონცენტრირებული ვარ „ნიქსზე", მაგრამ როდესაც ეს დასრულდება, რა თქმა უნდა მთელი ჩემი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზე გადმოვა. ახლა, ნიუ იორკში უბრალოდ „ნიქსმა" ყველაფერი გადაფარა", - ამბობს გამოცემასთან მეორე რესპოდენტი და იქვე მესამე ამატებს, სამწუხაროდ სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი ვიცი სოკერზეო.
ამავე სტატიაში BBC-ს ჟურნალისტი აღწერს, როგორი მორთულია აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი საფეხბურთო ფერებში, როგორ დასრიალებენ მეტროში აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფერებში და სიმბოლიკით შეფუთული მატარებლები. თაიმ სკვერზე როგორ იყურება უზარმაზარი ბილბორდებიდან ლიონელ მესი, როგორ დაიარებიან Big Apple-ს სიმბოლოთი მოხატული მაისურებით მაროკოელი და ბრაზილიელი ფანები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში მეტლაიფის სტადიონზე ერთმანეთს დაპირისპირდებიან...
ჩემი კოლეგა იქვე ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ იორკელებისთვის ახლა უმთავრესი კალათბურთია და არა ფეხბურთი, რადგან 1973 წლის შემდეგ, „ნიუ იორკ ნიქსს" პირველად აქვს შანსი მოიგოს NBA-ის ფინალში, სადაც „სან ანტონიო სპურსთან" დაძაბულ ბრძოლაში 107-106 გამარჯვებით, სერიაში 3-1 დაწინაურდა და ჩემპიონობამდე ერთი, 14 ივნისის მატჩიღა აშორებს.
აი, ასეთია ამერიკა დიდი, სპორტული, ძალიან საინტერესო, მაგრამ სადაც ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის 16 ქალაქი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობს, ფეხბურთი, მაინც, „სოკერია" და აი, ის ვერაა, ჩვენ რომ სისხლში და ძარღვში დაგვდის.
ფოტო: © FIFA / © AFP via Getty Images





ჩვენ








