
ნოემბერში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები. ჩვენმა გუნდმა 6 და 9 ივნისს, რუმინეთში, ბუქარესტის მახლობლად, ქალაქ ბუფტიაში ადგილობრივი ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ორი შეხვედრა გამართა, თავდაპირველად თურქეთის, დღეს კი, რუმინეთის ნაკრებთან და ორივეში, დამარცხდა.
თავდაპირველად, როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში, ანგარიში მე-19 წუთზე თურქებმა გახსნეს, მუსაბ ჩაქიროლუმ გაიტანა. თუმცა, მალევე, 26-ე წუთზე, ნიკოლოზ კობზონაძის გადაცემის შემდეგ, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გაათანაბრდა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა 63-ე წუთზე კვლავ გაუვა გოლი, ამჯერად იით ქაბაქთაშიმ გაგვიტანა და თურქეთს, ერთბურთიანი სხვაობით 2-1 მოაგებინა.
დღეს კი, ჩიტაურის გუნდი რუმინეთის 17-წლამდეთა ნაკრებს დაუპირისპირდა. ანგარიში, 38-ე წუთზე თორნიკე კვარაცხელიას გოლით გაიხსნა და ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ვლად პეტრანუმ გაგვიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 63-ე წუთზე პატრიკ ბუდესკუმ მასპინძლები დააწინაურა, 87-ე წუთზე, მატეი პადურემ მესამედ აიღო ჩვენი ნაკრების კარი და რეალურად, ქულის გადარჩენის შანსი მოგვიკლა. რუმინელებმა 3-1 მოგვიგეს.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე, შესარჩევ ჯგუფურ ტურნირზე, ჩვენი ასაკობრივი ნაკრები, 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს
ფოტო: (c) frf.ro





ჩვენ








