
დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დათმო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ისლანდიასთან. თუმცა, ტურნირის ახალი ფორმატიდან გამომდინარე ზურა ხიზანიშვილის გუნდს, კიდევ აქვს შანსი ითამაშოს ელიტ რაუნდში. ამისთვის, საქართველოს 19-წლამდბმა, მეორე შესარჩევ რაუნდში აუცილებლად უნდა მოიგონ ჯგუფი. ჯგუფის ვინაობა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები, მეორე შესარჩევ რაუნდში 15 ივლისს, უეფა-ში წილისყრით გაირკვევა.
მანამდე კი, ჩვენი გუნდი დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა სწორედ საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, თავიდან ანდრია ბართიშვილს, შემდეგ კი, კობა კაკაშვილს, თუმცა, ჩვენებმა შანსები ვერ გამოიყენეს. თუმცა, ისევე როგორც ჩვენმა მოწინააღმდეგემ.
ჯგუფის პირველი შეხვედრიდან განსხვავებით, დღეს, ხიზანიშვილის გუნდის შემადგენლობაში იყო რიგი ცვლილებები - მაგალითად კარში დაჩი ჩოჩოშვილის ნაცვლად, საბა ასანიძე იდგა, რომელსაც გაშვებული გოლების მიუხედავად არ ჰქონდა ცუდი თამაში. ქართველი 19-წლამდების შემადგენლობაში არ იყო, გიორგი ლომიძე, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. სამაგიეროდ, დღეს ჩვენი გუნდის შემადგენლობაში იყო საბა ხარებაშვილი, რომელიც ეროვნული ნაკრების შეკრების შემდეგ, შეუერთდა 19-წლამდებს და მათე შათირიშვილი, რომელსაც წინა შეხვედრა დისციპლინარული სანქციის გამო გაუცდა.
პირველი გოლის მომენტში, 51-ე წუთზე ქართველთა დაცვის ხაზი ჩავარდა და ისლანდიელებმა ანგარიში გახსნეს. 85-ე წუთზე ისლანდიელთა საჯარიმოსთან ახლოს ბართიშვილმა, მოწინააღმდეგის გადაცემა ჩაჭრა და მომენტი გოლით დაასრულა, ანგარიში გათანაბრდა, 1-1. ამ ანგარიშით, ჯგუფს ისლანდიელები იგებდნენ (ჯგუფის გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით დაითვლებოდა), თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე, ისლანდიელებმა მოახერხეს კვლავ წინ გასვლა. კომპენსირებულ მე-6 წუთზე სანდრო მიქაუტაძის გადაცემით, გოლი საბა ხარებაშვილმა გაიტანა. თუმცა, ჩვენ არც ეს ანგარიში, 2-2, გვაძლევდა ხელს. შესაბამისად ხიზანიშვილის გუნდმა მოგებაზე გაიწია და შეხვედრის ბოლო წამებზე, კონტრშეტევა გაეპარათ, რითაც ისლანდიელებმა კარგად ისარგებლეს და მესამე გოლი გაგვიტანეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ზურა ხიზანიშვილისთვისაც სადებიუტო იყო და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვისაც. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ნაკრები, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს, უფრო მომზადებული და შეთამაშებული შეხვდება.





ჩვენ








