ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან

08.06.2026
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია
9 ივნისს, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯები თეონა სტურუა იქნება. მას ასისტენტობას ელენე ელოშვილი და სოფო წულაია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი თამთა შენგელია იქნება.
მატჩი ბიტოლაში, პეტარ მილოშევსკის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








