
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბაჰრეინის წინააღმდეგ და 2-0 დაამარცხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველთა გუნდიდან გოლები ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაუტანეს, თამაშის შემდეგ კი, მედიისთვის კომენტარიც გააკეთეს.
ხვიჩა კვარაცხელია: „პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ ჩემთვის სეზონი არ იყო დამთავრებული, რადგან ვთვლი, რომ ეს თამაშები, ამხანაგური თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სექტემბერში, მთელი გუნდი მზად ვიყოთ. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს შეკრება თითოეულმა ფეხბურთელმა და მეც. ვილიმაც აღნიშნა, როცა დამირეკა და ვისაუბრეთ, ვუთხარი, რომ თუ საშუალება იქნებოდა, მინდოდა გუნდთან ერთად ყოფნა, ჩამოსვლა და თამაში. რა თქმა უნდა მითხრა, გამოძახებული ხარ, შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა, ჩამოსვლაო. ჩემთვის, ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიხარულოა. როდესაც ამ ბიჭებთან ერთად მოედანზე გადიხარ, როდესაც მათთან ერთად ვარ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი და ბევრი არც მიფიქრია, უკვე ვიცოდი, რომ ამ სეზონში ჩემთვის ბოლო თამაში იქნებოდა დღეს ბაჰრეინთან.
ლუკა ლოჩოშვილი: „ეროვნულ ნაკრებში თოთოეული გოლი და მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩემს ახალ ნომერს ნაკრებში, „4"-ს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ნომრის ტარებდა, აქვს დიდი დატვირთვა, რადგან ჩვენს კაპიტანს, გურამ კაშიას ეცვა და მისი სურვილი იყო, რომ ამ ნომრით მაისური მე ჩამეცვა. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. პატივისცემა გურამს, ის ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ნამდვილი ლეგენდა და მაგალითია ჩვენთვის. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასე მოხდა და „4" ნომერი მე უნდა ჩავიცვა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალა სეზონში დაიწყებს ასპარეზობას. ვილი სანიოლის გუნდს სექტემბერის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, ოთხი შეხვედრის გამართვა მოუწვეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯგუფში ჩრდ. ირლანდიის, უკრაინისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ.





ჩვენ








