
საკმაოდ კეთილგანწყობილები და მეგობრულები, გუნდი, რომელსაც მოეწონა საქართველო, მოეწონა მისი დედაქალაქი თბილისი და ხვალ გულშემატკივარს, საინტერესო თამაშს პირდება, სადაც შეეცდება მოიგოს კიდეც. საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელი მეტოქის მთავარმა ხორვატმა მწვრთნელმა, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ გუნდს ბევრი და მათ შორის საქართველოში არ იცნობენ.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მასპინძლობისთვის. ეს ჩვენც კარგად გამოგვდის და იმედია, თქვენც ჩამოხვალთ ბაჰრეინში," - ამბობს დრაგან ტალაჟიჩი, ბაჰრეინის ეროვნული ნაკრების ხორვატი მთავარი მწვრთნელი, რომელიც გუნდში 2024 წლიდან მუშაობს.

„თქვენ არ იცით ბაჰრეინის ნაკრები და შეიძლება გგონიათ, რომ მარტივად დასაძლევი გუნდია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება, გალფის ქვეყნების სამი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ძალიან გვინდა, რომ ხვალ ამ სტადიონზე ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და აქ მოსული გულშემატკივარი თამაშით, ნასიამოვნები წავიდეს", - ამბობს დრაგანი ტალჟიჩი.
ბუნებრივია, ქართული მედიის წარმომადგენლებმა, რომელიც არც თუ ბევრი დაესწრო ბაჰრეინის ნაკრების პრეს-კონფერენციას ბუნებრივია შეკითხვა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს, რაზეც სტუმართა მწვრთნელმა უპასუხა:
![]() |
![]() |
„პირადად ჩემი და ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის (ბაჰრეინის) სახელით, მინდა მას მივულოცო ევროპის საკლუბო ჩემპიონობა. პატივს ვცემ მის მონაგარს. ხვალ კი, გვინდა ფეხბურთით ვისიამოვნოთ. რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში იქნება კარგი გამოცდილება. თქვენ გყავთ, დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მის გარდა, თქვენს ნაკრებში თამაშობენ ევროპაში და მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბების მოთამაშეები. ეს თამაში იქნება ბენეფიტი ორივე გუნდისთვის. ჩვენ ვეცდებით გამოვცადოთ ბევრი ახალი ფეხბურთელი, მივცეთ მათ სათამაშო დრო. თქვენთვის, ჩვენთან თამაში იქნება ახალი გამოცდილება, ჩვენი ქვეყნის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაშის. საერთო ჯამში, ვიმეორებ, რომ ვიმედოვნებთ, ხალხი ისიამოვნებს ხვალინდელი თამაშით. რა თქმა უნდა, მომავალში ვილისაც, რომელმაც თქვენს გუნდთან დიდი სამუშაო გასწია, ვუსურვებ წარმატებას, მხოლოდ მომავალში, ხვალ შევეცდებით ჩვენ მოვიგოთ", - ამბობს ხორვატი.

ქართველ მედიასთან შეხვედრას ბაჰრეინის ნაკრების კაპიტანი საიდ დია ესწრებოდა, რომელმაც მწვრთნელის მსგავსად, დახვედრისა და მასპინძლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა. იმედი გამოთქვა რომ ხვალინდელი მატჩისგან ის და მისი გუნდი, პირველ რიგში კარგ გამოცდილებას მიიღებს. გულშემატკივარს კი, დაპირდა, რომ ფეხბურთით ისიამოვნებდენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ მიხეილ მესხზე, საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

![]() |
![]() |





ჩვენ












