
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის ზაფხულის პირველ დღეს ბულგარეთში შეიკრიბა. რამაზ სვანაძის ნაკრები 5 ივნისს აშშ-ს, 9 ივნისს კი, მოლდოვას ნაკრებს დაუპირისპირდება. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ტრავმის გამო შეკრებას გამოაკლდა „უოტფორდის" შემტევი - ნიკოლოზ ჩიქოვანი ვეღარ დაეხმარება; მის ნაცვლად სვანაძე, „გაგრას" მოთამაშეს, საბა ზოიძეს უხმო.
შესაბამისად, საბა, რატი გრიგალავას, ნიკოლოზ ჩიქოვანის, გიორგი რობაქიძის, გიორგი კოხრეიძისა და დანიელ ქვარცხავას შემდეგ იქნება გუნდის მე-6 ახალწვეული. გუნდში გამოძახებულნი არიან მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია); მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა", ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი"), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი"); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კარარეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999"), ლუკა წულუკიძე („დინამო", ბათუმი), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი რობაქიძე („ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე („დინამო", ბათუმი), დანიელ ქვარცხავა („დინამო თბილისი"), საბა ზოიძე („გაგრა"); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა პარკაძე („ზალცბურგი" აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე" ტყიბული).
.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო სამი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები ჯგუფის დასკვნით თამაშებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს:
26 სექტემბერი / საქართველო - საბერძნეთი
1 ოქტომბერი / ჩრდ. ირლანდია - საქართველო
6 ოქტომბერი / გერმანია - საქართველო
შემოდგომის თამაშებამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები F ჯგუფში, რომელსაც გერმანიისა და საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრებები 18-18 ქულით ლიდერობენ, 9 ქულით მე-4 ადგილზეა და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩება ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს.





ჩვენ








