ზურა ხიზანიშვილის ნაკრებმა შესარჩევი მონტენეგროსთან ყაიმით დაიწყო
ზურა ხიზანიშვილის ნაკრებმა შესარჩევი მონტენეგროსთან ყაიმით დაიწყო
03.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პეტრო არენაზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა ჩატარდა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მონტენეგრო დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. შეხვედრა ძირითადად ქართველთა გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მონტენეგროელები, საკმაოდ სახიფათონი იყვნენ კონტრშეტევებზე და გუნდის კარის მცველს, დაჩი ჩოჩოშვილსაც ხშირად უხდებოდა თამაშში ჩართვა. პირველი სერიოზული ხიფათი კი, მის კართან 22-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ქართველთა მეკარემ პენალტი მოიგერია. პირველი ტაიმი მშრალად ფრედ, 0-0 დასრულდა.


მეორე ტაიმი, კვლავ ქართველთა გუნდის შეტევებით დაიწყო და ერთ-ერთ მომენტში, მონტენეგროელებმა, რომლებიც საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ, ამჯერად ანდრია ბართიშვილის წინააღმდეგ, მორიგ ჯერზე არღვევენ წესებს, თუმცა, ამჯერად ეს მონტენეგროელთა საჯარიმო მოედანში ხდება და 56-ე წუთზე ინიშნება პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა, ბართიშვილმა. სამწუხაროდ, ქართველების სიხარულმა ორ წუთსაც ვერ გასტანა. 58-ე წუთზე, რიგითი ჩაწოდება, ქართველთა კარისკენ ანდრია ვუკოიემ გაუშვა. ჩოჩოშვილმა თავდაპირველად მოახერხა ბურთის მოგერიება, თუმცა, ხელი ვერ გაამაგრა და ცოტა კურიოზული გოლით, ანგარიში გათანაბრდა. ბოლო წუთებზე და მასჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ხიზანიშვილის გუნდს, ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, იღბალი ჩვენს მხარეს ნაღდად არ იყო. საბოლოო მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. ჯერ-ჯერობით ჩვენი ნაკრები ჯგუფში ლიდერია (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი ).


საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრები B7 ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. სამ გუნდიან ჯგუფში, ხსენებული ორი ნაკრებთან ერთად, ასპარეზობს ისლანდიის ნაკრები, რომელიც პირველ შეხვედრას 6 ივნისს, მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჩვენ კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გავარკვევთ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას. ისლანდიასთან საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 9 ივნისს ითამაშებს.


შეგახსენებთ, რომ 19-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ტარდება. პირველი რაუნდის შემდეგ, გათამაშებაში მონაწილე ნაკრებები A და B ლიგებად დაიყოფიან. A ლიგაში ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი ფინალში გავა, მათ, ტურნირის მასპინძელი ქვეყანა დაემატება.  საქართველოს 19-წლამდებს მინი-ტურნირის თამაში სახლში მოუწევთ მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.


ხიზანიშვილის გუნდი, 29 მაისიდან შეკრებაზეა და აღნიშნული თამაშებისთვის 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. მათ შორის არიან:  მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), საბა ასანიძე („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ანდრია ნიჟარაძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო", ქუთაისი); ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999"), თენგო ნებულიშვილი („იბერია 1999"), საბა ჩხეტიანი („სამგურალი", წყალტუბო), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ოსასუნა", ესპანეთი); თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).