
საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ადგილს ნაბიჯ-ნაბიჯ იმკვიდრებს. თუ, ევრო 2024-ზე ჩვენი გუნდი, სადებიუტო ჩემპიონატზე, 1/8 ფინალის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას, ბრატისლავაში, ევრო 2026-ზე, საქართველოს ნაკრებმა 1/4 ფინალში ითამაშა და უკრაინის საკმაოდ ძლიერ გუნდთან 0-4 დამარცხდა (იხილეთ თამაშის ბმული).
ანგარიში უკრაინელებმა მე-11 წუთზე გახსნეს, მიჰაილო გრიცინამ გახსნა. აუტიდან შემოტანის დროს საქართველოს ნაკრებს უკრაინელი უმეთვალყურეოდ დარჩათ რომელმაც ზუსტად დაარტყა კარში. რეალურად, ამ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა სწორედ, ამ ფეხბურთელის შეჩერება ვერ მოახერხა, რომელმაც საბოლოოდ პოკერი შეასრულა და მატჩის ბოლოს, საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები სახლში გამოემგზავრება, უკრაინელები კი, 1/2 ფინალში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მეორე 1/2 ფინალში სერბეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები იბრძოლებენ ფინალური საგზურისთვის. თამაშები, ხვალ, 3 ივნისს გაიმართება, ფინალური დაპირისპირება კი, 4 ივნისს არის ჩანიშნული.
ფოტო: European Minifootball Federation





ჩვენ








