
ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდე ნაკრები 3-9 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც მინი-ტურნირის სახით თბილისში გაიმართება ჩვენი გუნდი მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის თამაშები „პეტრო არენაზე" გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
3 ივნისი / საქართველო - მონტენეგრო
6 ივნისი / ისლანდია - მონტენეგრო
9 ივნისი / საქართველო - ისლანდია
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ტარდება. პირველი რაუნდის შემდეგ, გათამაშებაში მონაწილე ნაკრებები A და B ლიგებად დაიყოფიან. A ლიგაში ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი ფინალში გავა, მათ, ტურნირის მასპინძელი ქვეყანა დაემატება. საქართველოს 19-წლამდებს მინი-ტურნირის თამაში სახლში მოუწევთ მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.
ხიზანიშვილის გუნდი, 29 მაისიდან შეკრებაზეა და აღნიშნული თამაშებისთვის 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. მათ შორის არიან: მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), საბა ასანიძე („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ანდრია ნიჟარაძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო", ქუთაისი); ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999"), თენგო ნებულიშვილი („იბერია 1999"), საბა ჩხეტიანი („სამგურალი", წყალტუბო), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ოსასუნა", ესპანეთი); თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).





ჩვენ








