
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 6 და 9 ივნისს რუმინეთში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისთვის ემზადება, საწვრთნელო პროცესის ფარგლებში 6 ივნისს თურქეთის 17-წლამდე ნაკრებს, 9-ში კი, რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდება.
ორივე შეხვედრა ბუქარესტიდან 20-25 წუთის გზად მდებარე პატარა ქალაქ ბუფტიაში (Buftea) გამართავს და ორივე თამაში, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, 17-წლამდე ნაკრები ხვალიდან თბილისში შეიკრიბება და რუმინეთში კი, 5 ივნისს გაემგზავრება.
გიორგი ჩიტაურს მოახლოებული ამხანაგური თამაშებისთვის გამოძახებული ჰყავს: მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო", ქუთაისი), ელიას მიოლერი („ვაკერ ბურგჰაუზენი", გერმანია); მცველები: ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია" თბილისი), ნიკოლოზ თომაევი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999"), ილია კვარაცხელია („სელერო"), სანდრო ხარაზი („ინტერის აკადემია" თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი („ინტერის აკადემია" თბილისი), გაბრიელ გოგუა („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერის აკადემია" თბილისი), დავით მაჭარაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია ოჩიგავა („დინამო თბილისი"), ერეკლე კაკულია („სელერო"), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო თბილისი"), თორნიკე კვარაცხელია თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი").
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის შემოდგომაზე, საქართველოს 17-წლამდ ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქეები ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებები იქნებიან. თამაშები 11-17 ნოემბერს გაიმართება და ჯგუფურ მინი-ტურნირს საქართველო უმასპინძლებს.
11 ნოემბერი / საქართველო - ავსტრია
14 ნოემბერი / ავსტრია - ყაზახეთი
17 ნოემბერი / საქართველო - ყაზახეთი
თუმცა, მანამდე, ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა აპრილში, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის მე-3 ჯგუფი 7 ქულით მოიგო. გეტყვით იმასაც, რომ აპრილში დაფიქსირებული ეს შედეგი, პირდაპირ კავშირში იყო 19-წლამდეთა საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაზე. 2027 წელს კი, სწორედ ამ გუნდს უწევს, 19-წლამდე შესარჩევში მონაწილეობა.





ჩვენ








