მარია ალავიძეს მეორე ბრინჯაომდე ცოტა დააკლდა

31.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
პონტევედრაში, ქალთა შორის დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. დღის ბოლოს სოლო ტექნიკურ პროგრამაში მარია ალავიძემ იასპარეზა. მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე ქართველ სპორტსმენს, მეორე ბრინჯაოს მედლამდე, +1.1575 ქულა დააკლდა. ალავიძემ, 242.5275 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ თავისუფალ სოლოში ალავიძემ ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა.
მანამდე, მარიამ, ნიტა ნათობიძესთან ერთად, დუეტებში სოლო თავისუფალში იასპარეზა, თუმცა, ქართული წყვილისთვის ეს გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა.
ხვალ, 31 მაისი ასპარეზობის, ბოლო დღეა 12:00 საათიდან მარი ალავიძე და ნიტა ნათობიძე (სათადარიგო ანა ყიფიანი) ქალთა ტექნიკური დუეტები იასპარეზებენ.





ჩვენ








