საქართველოს ნაკრები დღეს დამარცხდა, თუმცა, ხვალ 1/8 ფინალში თამაშობს
საქართველოს ნაკრები დღეს დამარცხდა, თუმცა, ხვალ 1/8 ფინალში თამაშობს
30.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბრატისლავაში დღეს მინი-ფეხბურთში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა. მესამე რაუნდში ჩვენი გუნდი, მინი-ფეხბურთის ევროპული რეიტინგის ლიდერს, რუმინეთს დაუპირისპირდა და 3-0 წააგო.


რუმინელები მთელი თამაშის მანძილზე აკონტროლებდნენ ბურთს და ჩვენი გუნდის მეკარესაც კონსტანტინე სებიშვილსაც მაქსიმალურად ყურადღებით უხდებოდა თამაშზე. პირველად, რუმინელები ჩვენს კარს მე-12 წუთზე დაემუქრნენ, თუმცა, სეფიაშვილმა მოიგერია. აი, მე-14 წუთზე კი, საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერე დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა და ანგარიში გაიხსნა 1-0. პირველ ტაიმში, რუმინელებს კიდევ სამჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მე-18, მე-20 და 23-ე წუთებზე, თუმცა, ჩვენი კარის მცველი ადგილზე იყო.


ალექსანდრი ბურჩეანუმ, რომელიც მატჩის ბოლოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 33-ე წუთზე მეორე გოლი გაგვიტანა. 38-ე წუთზე კი, ჩვენი აუტის შემდეგ, რუმინელებმა მოახერხეს ბურთის ჩაჭრა და კონტრშეტევაზე მესამეც გაგვიტანეს.


41-ე წუთზე ჩვენც გვქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა თუმცა, რუმინელები ხარიხამ გადაარჩინა. აი, ამის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულიო საქართველოს ნაკრების მეკარე ბექა გოქსაძე გაგვიძევეს. 44-ე წუთზე, ჩვენი გუნდი ზედმეტი მოთამაშის გათამაშებას ცდილობდა, შეტევაში მყოფი გოქსაძე კი, რომელიც რუმინეთის ნაკრების ნახევრიდან კარში დაბრუნებას ვერ ახერხებდა იძულებული იყო წესების დარღვევით ეთამაშა. მატჩის მიწურულს, 47-ე წუთზე, რუმინელებს კიდევ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა, სეფიაშვილი, რომელიც კვლავ დაბრუნდა კარში, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოს ნაკრებმა წააგო, მან, 4 ქულით, მეორე ადგილზე გასვლა მოახერხა და გათამაშების მომდევნო, 1/8 ფინალში გავიდა, სადაც პოლონეთის ნაკრებს ხვალ 31 მაისს დაუპირისპირდება. 

 

 

ფოტო:(c) emfeuro.eu