
დღეს ოფიციალურად, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სანაკრებო შესვენებაზე გავიდა. ამ პაუზამდე, ეროვნული ლიგის მე-16 ტური დღეს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც ტყიბულის „მეშახტემ" „დინამო თბილისს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 1-6 დამარცხდა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ნიკა ნინუა ჩაწოდებული კუთხური გოლი ნუმან კურდიჩიმ გაიტანა. მე-20 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული, მასპინძელთა კარში მათე ვაწაძემ გადააგზავნა. 27-ე წუთზე ნიკა ნინუამ მორიგი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რომელიც ამჯერად ნიკა უგრეხელიძემ დააგვირგვინა გოლით. პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო თბილისი" 0-3-ს იგებდა. მეორე ტაიმში დინამოელებმა მოახერხეს ბურთის გაკონტროლება. 63-ე წუთზე კი, ამჯერად გიორგი ხარებაშვილის საგოლე გადაცემა ვიხილეთ, რომელიც აბდულაი იორომ დააბოლოვა გოლით. ამის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ შეცვლები გააკეთა და მოედანზე ირაკლი სირაძე და თორნიკე კვარაცხელია შემოუშვა. დინამოელი „კვარა" პირველივე წუთებზე დაეხმარა გუნდელებს პენალტის მოპოვებაში და თანაგუნდელებმაც მისი დარტყმა 16 წლის ფეხბურთელს ანდეს, თუმცა, ლევან ტყეშელაშვილმა 11-მეტრიანი მოიგერია. ამ მომენტიდან მალევე, მათე კვირკვიამ ბურთი გაქვითა 1-3. თუმცა, შეხვედრის ბოლო მონაკვეთი კვლავ ქეცბაიას გუნდის იყო - აბდულაი იორომ დუბლი გაიფორმა. ამჯერად მას საგოლე გადაცემა, შესვლაზე შემოსულმა ლუკა ციკოლიამ გაუკეთა. ბოლო გოლი კი, საბა ხარებაშვილის გადაცემით, ირაკლის სირაძემ გაიტანა. ამ მოგების შემდეგ, „დინამო თბილისი" 25 ქულით მე-4 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება მეორე და მესამე ადგილზებ 26-26 ქულით მყოფ „ტორპედოსა" და „რუსთავს", ხოლო 5 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ თბილისის „იბერია 1999"-ს.
ტური კი, 28 მაისს „ტორპედოსა" და „გაგრას" დაპირისპირებით და ბევრისთვის მოულოდნელად, რამაზ შენგელიაზე მასპინძლების მარცხით დასრულდა. ანგარიში მე-2 წუთზე, სწრაფი გოლით გაიხსნა - გოლი, ილია სკრიპნიკმა გაიტანა. მე-15 წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება. გოლი კომნენ ანდრიჩმა გაიტანა, თუმცა, 6 წუთზე, დავით მუჯირმა „გაგრა" მეორედ დააწინაურა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 1-2 მოიგეს და როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში გამოდგა. „ტორპედომ" აუტსაიდერთან წააგო და მნივშნელოვანი ქულები დაკარგა.
თბილისში, „პეტრო არენაზე", „რუსთავმა" 29-ე წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით პირველი ტაიმი მოიგო. თუმცა, „სპაერმაც" ნაცნობ მეტოქესთან თავი არ დაზოგა და მერე ტაიმში, 63-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძის გოლით გაათანაბრა. 82-ე წუთზე კი, ავთანდილ გუჯაბიძის გოლით, წინ კვლავ რუსთაველები გავიდნენ, რომლებმაც ანგარიშის შენარჩუნება, გამარჯვება 2-1 და მნიშვნელოვანი 3 ქულია აღება მოახერხეს.
წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მართალია, მხოლოდ ერთი გოლის ამარა, ანგარიშით 1-0, მაგრამ თბილისის „იბერია 1999"-მა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა, თუმცა, ალბათ, უფრო ავტოგოლი იყო, ვიდრე გოლი, რადგან ნიკოლოზ დადიანის გადაცემისა და ვახე ბედოშვილის დარტყმის შემდეგ, შემდეგ, ბურთი დინამოელთა მცველს ლუკა ქაფიანიძეს შეეხო, ლაზარე კუპატაძემ კი, ბურთის მიმართულებაზე გადაწყობა ვეღარ მოახერხა და ანგარიშიც გაიხსნა. მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარ გასულა, შესაბამისად, თბილისელებმა ლიდერობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მე-16 ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამოს" ქულებით გაუთანაბრდა წყალტუბოს „სამგურალი", რომელმაც მეორე შეხვედრა მოიგო და კვლავ იდენტური ანგარიშით, 2-3 იმარჯვებს, ამჯერად გორის „დილასთან" და თანაც, გასვლაზე. ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, გოლი ბლანკსონ ანოფიმ გაიტანა. თუმცა, 43-ე წუთზე 11 მეტრიანით ველისოლი მოახერხა გათანაბრება. ლოგიკურად, ტაიმი ფრედ დასრულდებოდა, რომ არა მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებული გვარიანად დიდი დრო, სადაც მე-4 დამატებულ წუთზე შოთა შეყილაძემ წინ კვლავ გორელები გაიყვანა წინ, 2-1. 55-ე წუთზე, კლაუდიო სებოლინიამ მოახერხა ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება. შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე კი, სებოლინიას გადაცემით, ვინისიუსიმა გაიტანა და „სამგურალს" მნიშვნელოვანი ქულები მოაპოვებინა.
ამ ტურის შემდეგ, სანაკრებო შესვენება გამოცხადდა, ეროვნული ლიგა კი, მე-17 ტურით 12 ივნისს განახლდება.





ჩვენ








