
საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში" დღეს წყალბურთში, საქართველოს თასის გათამაშება ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის „დინამო თბილისის" გამარჯვებით დასრულდა. ასპარეზობაში, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და რომელშიც სტარტი რვა გუნდმა აიღო, თავდაპირველად ჯგუფური ეტაპის პრინციპით ჩატარდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა კი, ფინალისტები 1/2 ფინალში იასპარეზეს.
„დინამო თბილისმა" „არენას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 22-7 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე წყვილში, იქ საქართველოს 2026 წლის ჩემპიონმა „აპოლომ", „თბილისის თბილისთან" იმარჯვა და ფინალში გავიდა.
დაძაბული გამოდგა დღევანდელი ფინალური შეხვედრაც ბოლო წლების ტრადიციულ მეტოქეებს, „აპოლოსა" და „დინამო თბილისს" შორის, რომლის ძირითადი დროც ფრედ, 15-15 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, სადაც საბოლოოდ, უფრო ზუსტები დინამოელები აღმოჩნდნენ და საბოლოოდ 19-20 გაიმარჯვეს.
პენალტების სერიაში „აპოლოს" შემადგენლობიდან შედეგიანად დაარტყეს: ხვიჩა ჯახაიამ, იოვან სარიჩმა, სრდან ვუკსანოვიჩმა, დ მაჭავარიანმა გაიტანეს, ბოლო დარტყმა კი, მილოშ ვუკიჩევიჩმა გააცუდა. რაც შეეხებათ დინამოელებს, აქ თბილისური კლუბის ყველა დარტყმა წარმატებული აღმოჩნდა, გოლები კი, გაიტანეს: საბა ტყეშელაშვილმა, არწიომ დიხტიარენკომ, დრაგან დრაშკოვიჩმა, გიორგი მაგრაქველიძემ და ნიკოლა ბუჩანმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ჩემპიონი „აპოლო" გახდა.





ჩვენ








