მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი მარია ალავიძემ ბრინჯაოთი გახსნა
მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი მარია ალავიძემ ბრინჯაოთი გახსნა
30.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასის მე-4 ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც უკვე ტრადიციულად ქართველი სინქრონისტები, მარია ალავიძე, ნიტა ნათობიძე და წყვილებში გოგონების სათადარიგო წევრი ანა ყიფიანი მონაწილეობენ.


ასპარეზობის პირველ დღეს მედლები ქალთა შორის თავისუფალ სოლო პროგრამაში გათამაშდა, სადაც წარმატებით იასპარეზა მარია ალავიძემ  და 257.7213 მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიგო. მარია,  დისციპლინის გამარჯვებულს, ტურნირის მასპინძელ ესპანელ ირის ტიო კასას მხოლოდ +11.0512 ჩამორჩა. თავისუფალი სოლო პროგრამმა ალავიძემ ჯგუფი მგზავრების კომპოზიციაზე „გაფრენა მაცადე" შეასრულა. სხვათა შორის, ქართველ სპორტსმენებისთვის, როგორც ჩანს „მზგავრები" ყველაზე საინტერესო და ისე გამოვიდა, რომ წარმატებებთან ასოცირებული ჯგუფია.


ნიტა ნათობაძემ კი, 217.3389  ქულით  მე-12 ადგილი დაიკავა. ლიდერს, ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელი +51.4336 ქულით ჩამორჩა.


ამ წუთებში, პონტევედრაში, მედლების კიდევ ერთი კომპლექტი, ამჯერად, ქალთა დუეტებში თავისუფალ პროგრამაში თამაშდება. ქართული გუნდი, მარია ალავიძისა და ნიტა ნათობიძის შემადგენლობით 29 დუეტს შორის 22-ე ნომრით იასპარეზებენ. დღესვე, 30 მაისს (18:00) კი, მარია  ალავიძე ქალთა შორის ერთეული სოლო ტექნიკური დისცუპლინაში შეეცდება წარმატების მიღწევას.


ხვალ, ასპარეზობის 31 მაისი  ბოლო დღეა 12:00 საათიდან მარი ალავიძე და ნიტა ნათობიძე (სათადარიგო ანა ყიფიანი)  ქალთა ტექნიკური დუეტები იასპარეზებენ.



ფოტო: სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია