კალათბურთის შემდეგ, ბათუმის ხელბურთელთა კლუბი საქართველოს ჩემპიონია
კალათბურთის შემდეგ, ბათუმის ხელბურთელთა კლუბი საქართველოს ჩემპიონია
29.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთში, ქალთა ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ჯერი კაცებზე დადგა. რაღა დაგიმალოთ და ჩემპიონი გუნდიდან, მინიმუმ ისეთივე რეაქციას ველოდი, როგორც ქალებს ჰქონდათ, თუმცა, ბსბ-სთვის საქართველოს ჩემპიონობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ რამდენიმე გზის ჩემპიონმა დღევანდელი წარმატებაც ჩვეულებრივ რუტინულ ამბად მიიღო. ხელბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ ბათუმელებმა დასრულებულ სეზონში იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასიც მოიგეს.


ხელბურთში კაცთა შორის 36-ე ჩემპიონატის ფინალში კი, ბსბ „სტუ-პეგასს" შეხვდა და ექვსბურთიანი სხვაობით,  29-23 დაამარცხა. ბათუმელებმა პირველი ტაიმი კომფორტული სხვაობით მოიგეს 16-09 და მეორე ტაიმში, მის შენარჩუნებას შეეცადნენ.  


ფინალურ დაპირისპირებაში სათამაშო განაცხადში იყვნენ:


საქართველოს ჩემპიონი ბსბ: შალვა სტურუა (9), ირაკლი გოგოლაძ (5), გიორგი ტიელიძე (5), ზურა აბრამიშვილი (5), გიორგი ლაპიაშვილი (2), გიგა ბაინაზაშვილი (2), გიორგი მიქავა (1),ალექსანდრე ხანდოლიშვილი, საბა დიასამიძე, უჩა მაისურაძე,  გიგა ბერიძე, მათე ერკილიჩი, ზეზვა იობაშვილი, საბა ფუტკარაძე, გიორგი თავართქილაძე, ლევან მერძენიშვილი, სანდრო მახარაძე, გიგა მელიავა.


სტუ-პეგასი: გიორგი კაპანაძე (7), ალექსანდრე შიოშვილი (5), ნიკოლოზ მამულშვილის (5), გიორგი მაზანაშვილი (2), საბა ბუიღლიშვილი (1), ვანო გურგენიძე (1), ნიკოლოზ ბიბლაია (1), ნიკოლოზ ბოჟაძე (1), გიგა ტორონჯაძე, გიორგი კენჭაძე, ნიკოლოზ ნარიმანიძე, სანდრო ბოჟაძე, ერეკლე იაშვილი, საბა შუბაშიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, ნიკოლოზ კერესელიძე, ლევან ტვილდიანი, ნოდარ კოხრეიძე.


დღესვე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იმერული დერბი გაიმართა. „სამტრედია",  „ქუთაისი-2015"-ს დაუპირისპირდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, პენალტების სერია გახდა საჭირო. ამ შემთხვევაში, უკეთესები აღმოჩნდნენ სამტრედიელები, რომლებმაც 38-37 გაიმარჯვეს და ქვეყნის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს.


საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 134 გატანილი გოლით ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია"). საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს ნიკოლოზ მამულაშვილი („სტუ-პეგასი"), ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა ალექსანდრე ხანდოლიშვილი („ბსბ").


საუკეთესო ხელბურთელთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ეროვნული ნაკრების ხელბურთელებმა ირაკლი კბილაშვილმა და თემურ ორჯონიკიძემ მიიღეს.



ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია