
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საათნახევრიანი შუალედით საქართველოს 2025-2026 წლების სეზონია ორი ჩემპიონი გამოვლინდა ხელბურთში. ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში, თავდაპირველად ქალთა ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს „ოლიმპია" და „ოქროს ვერძი" დაუპირისპირდნენ.
ვიდრე, უშუალოდ ფინალურ დაპირსპირებაზე გიამბობთ, უნდა გითხრათ, რომ „ოლიმპია" რომელიც ქალთა ჩემპიონატის დებიუტანტია, ქვედა ლიგიდან დაწინაურდა და წლევანდელი სეზონის რეგულარული ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა. ასევე, წარმატებულად იასპარეზა ფინალურ ოთხეულში და ბოლოს, ფოთის „ოქროს ვერძს" შეხვდა, რომელიც ათბურთიანი სხვაობით 27-17 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც 12-5 მოიგეს. მეორე ტაიმში კი, ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.
საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში ქალთა კლუბი „ოლიმპია-აკადემია": თეკლა ძამუნაშვილი (5), ლიზი ჯანდიერი (1), მარიამ ლაფერაძე (5), ანნა კოვზირიძე (2), ლიზი რობაქიძე (1), მარიამ ოდიკაძე (3), ლიზი ქაჯაია (3), თეკლა ჩუბინიძე (1), სესილი სალუქვაძე (2), ბარბარე გამგებელი (1), ნინო მუშკუდიანი (3), ანასტასია ლაგვილავა, ანასტასია ესართია, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია კუჭაშვილი, თამარ ბერუაშვილი, ნატალი საბაშვილი.
„ოქროს ვერძი": ანა კობახია (5), ლიზი კვესელავა (4), ლანა გოგია (4), გვანცა რურუა (3), მირანდა ბაირამიდი (1), ოლესია კუპრიევა, მარიამ ჩავჩიძე, ანანო გაწერელია, ანნა დოლბაძე, ნინო ქებურია, ბელა ტარტარაშვილი, მარიამი მახარაშვილი, ლიზი ახალაია, მარიამ კილასონია, ლიკა ბებია, მარიამ გვათუა, მარიამ მიხელიძე.
სხვათა შორის, დღევანდელ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, ინა ჭკუასელის ხელმძღვანელობით, „ოლიმპია-აკადემიამ" 16 წლამდე გოგონათა შორისაც მოიპოვა ჩემპიონობა. ასე, რომ ეს ჭკუასელის დუბლი აღმოჩნდა.
ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი, 89 გოლით დიანა არაბიძე („ბსგ") გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ლიზი კვესელავა („ოქროს ვერძი"), ხოლო MVP-ის წოდება თეკლა ძამუნაშვილს („ოლიმპია-აკადემია") ერგო.
აქვე გეტყვით, რომ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბსგ"-მ „მართვე" 23-ბურთიანი უპირატესობით, 43-20 დაამარცხა.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია





ჩვენ








