საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო
საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო
28.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო. D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა ინგლისის ნაკრები და ჯგუფს, რომელშიც ინგლისის გარდა, რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები ასპარეზობენ სათავეში ჩაუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს თამაშის მანძილზე ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ხასიათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი ალბათ, უფრო ფრე იქნებოდა, გამარჯვების გოლი, შეხვედრის ბოლო წუთზე გიორგი ზუნტუროვმა გაიტანა.


ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფება - მეკარეები: კონსტანტინე სეფიაშვილი, ბექა გოქსაძე, მინდვრის მოთამაშეები: გიორგი გაზდელიანი, სპარტაკ ლომიძე, გირგი ხაბალაევი, ბექა ბექაური, გიორგი ზუნტუროვი, ნიკა ჩალაძე, დათო ხუბუტია, ლუკა ელიზბარაშვილი, შაკო ცირამუა, ლაშა ფოფხაძე, ალექსანდრე ორაგველიძე, ბაკურ ნანეიშვილი, კახაბერ მაისაია.



ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა რუმინეთსა და ესპანეთს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.


საქართველოს ნაკრები, მეორე შეხვედრას პირველის მსგავსად მეორე შეხვედრას ბრატისლავაში, TIPOS Aréna-ზე დღეს, 28 მაისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. წარმატების შემთხვევაში კი რეალურად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს გაინაღდებს.


აქვე გეტყვით, რომ EMF-ის რეიტინგში, საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები მე-12 ადგილზეა, მე-14 ადგილზე იყო ინგლისი, რომელიც დავამარცხეთ. დღევანდელი მეტოქე ესპანეთი აღნიშნულ რეიტინგში 21-ე ადგილზეა, თუმცა, რუმინეთთან ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, საკმაოდ კერკეტი კაკალია. რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებს, ის აღნიშნული რეიტინგის პირველადგილოსანია.


ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრა რუმინეთის წინააღმდეგ, 30 მაისს გამართავს.


EMF-ის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატმა სლოვაკეთში, ბრატისლავაში 27 მაისს სტარტი აიღო 24 ქვეყანა მონაწილეობს. გუნდები 6 ჯგუფად არია დაყოფილები და გათამაშების პირველ ეტაპზე ჯგუფურ ტურნირს თამაშობენ (იხილეთ თამაშების სრული კალენდარი). მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულებთან და მეორე ადგილოსანთან ერთად, ოთხი საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდიც გავა (იხილეთ ფლეი ოფის სავარაუდო ბადე ბმულზე).  ამ მომენტში საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები D ჯგუფის ლიდერია (იხილეთ ყველა გუნდის სატურნირო მდგომარეობა).



ფოტო: © emfeuro.eu