
დღეს მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხანაგური თამაშების წინ მეორე ივარჯიშა. პირველ ვარჯიშთან შედარებით, დღეს ვილი სანიოლის გუნდი უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა რაოდენობის თვალსაზრისით. აქვე გეტყვით, რომ რუმინეთისა და ბაჰრეინის ნაკრებების წინააღმდეგ, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება გიორგი მიქუტაძე (იხილეთ სტატია). ვიდრე, ჟორჟი „პახს" მოირჩენს, მის გუნდს, ნაკრებიდან კაპიტნის, გურამ კაშიას გაცილება უწევს.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი", - ამბობს გიორგი კვერნაძე, რომლის იტალიურმა კლუბმაც, მომავალ (2026-2027) სეზონში „ფროზინონე" იტალიის სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა. „რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს. ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო", - დასძენს კვერნაძე, სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რუმინეთისა და ბაჰრეინის დაგეგმილი მატჩების მოსამზადებელ შეკრებაზე, მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი აკლია - ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც 30 მაისს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ზურიკო დავითაშვილი, რომლის „სენტ ეტიენიც" საფრანგეთის ლიგა 1-ში დაწინაურებას ცდილობს და 29 მაისს, „ნიცასთან" საპასუხო შეხვედრას გამართავს და ასევე გუნდთან ერთად არ არიან ჩვენი, ქართული ეროვნული ლიგის ფეხბურთელები დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი, რომლებსაც 29 და 30 მაისს მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ წყალტუბოს „სამგურალის" და მეორეს წყალტუბოში „მეშახტის" წინააღმდეგ.
და რადგან ამ ამბის თხრობა ბომბარდირით დავიწყეთ, გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძე, ამ შეკრებაზე ვილის სხვა ფეხბურთელით არ ჩაუნაცვლებია.
ასევე იხილეთ სტატია
სფფ-ის ფოტო





ჩვენ








