
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სავარაუდოდ ცვლილება იქნება. სანაკრებო ვებ-გვერდის ცნობით, ივნისის ამხანაგურ თამაშებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.
ბომბარდირმა, ტრავმა, ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის „ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. 87-ე წუთზე, ჟორჟის შეცვლა გახდა საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა.
ჩაანაცვლებს თუ არა ვილი სანიოლი ბომბარდირს, რომელიმე სხვა ფეხბურთელით, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც უკვე მეორე დღეა, არასრული შემადგენლობით, ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.





ჩვენ








