ქართული ლეგიონის ნაწილი უკვე საქართველოში, დანარჩენები ნელ-ნელა შემოუერთდებიან
ქართული ლეგიონის ნაწილი უკვე საქართველოში, დანარჩენები ნელ-ნელა შემოუერთდებიან
26.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

67 ქულით და მეორე ადგილით დაასრულა ასპარეზობა ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948"-მ, რომელმაც 2026-2027 წლების სეზონში, უეფა-ს ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ, ამ ეტაპზე უცნობია დარჩება თუ არა დვალი ბულგარულ გუნდში, ბოლო ტურის შეხვედრაში კი,  პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში მისმა „ცსკა 1948" ჩემპიონ „ლევსკისთან" ფრედ, 0-0 ითამაშა.


ანრი მექვაბიშვილის გარეშე, რომელმაც დღეს თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა, რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, კრაიოვას „უნივერსიტატიამ"  ასევე ფრედ, 0-0 ითამაშა ბუქარესტის „რაპიდთან" .


აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ 26 მაისს და შემდეგ 29 მაისს  საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" ორ-რაუნდიან ფლეი-ოფში „ნიცას" დაუპირისპირდება.