რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები ივნისში ორ სპარინგს გამართავს
რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები ივნისში ორ სპარინგს გამართავს
25.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 5 და 9 ივნისს, ორო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი, ივნისის დაწყებისთანავე ბულგარეთში შეიკრიბება და მოახლოებული თამაშებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. ივნისის თამაშებისთვის გამოძახებულნი არიან - მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია);  მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა", ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი"), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი", წყალტუბო);  ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კარარეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999"), ლუკა წულუკიძე („დინამო", ბათუმი), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი", წყალტუბო), გიორგი რობაქიძე („ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე („დინამო", ბათუმი), დანიელ ქვარცხავა („დინამო თბილისი"). თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა პარკაძე („ზალცბურგი აუსტრია", ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე", ტყიბული).


სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნარები 5 ივნისს აშშ-ს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში ჩატარდება და ეს, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება კონკრეტული ასაკობრივი ნაკრების ისტორიაში. თუმცა, რამდენადაც მეხსიერება არ გვღალატობს, ზოგადად, პირველი სპარინგი იქნება საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს შორის.


9 ივნისს კი, ასევე ბულგარეთში, მხოლოდ ქალაქ ნისპორენში, რამაზ სვანაძის ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება.


ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გაბრიელ სიგუა, გიორგი გვასალია და ალეკო ბასილაძე. გუნდთან ერთად არ იქნებიან საბა ხარებაშვილი და ირაკლი იეღოიანი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა უხმო. თუმცა, სვანაძემ მათ არ ყოფნაში ხუთ დებიუტანტს უხმო - 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ბულგარეთის შეკრებაზე რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი რობაქიძე, გიორგი კოხრეიძე და დანიელ ქვარცხავა გაემგზავრებიან.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო სამი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები ჯგუფის დასკვნით თამაშებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს:


26 სექტემბერი / საქართველო - საბერძნეთი

1 ოქტომბერი / ჩრდ. ირლანდია - საქართველო

6 ოქტომბერი /  გერმანია - საქართველო


შემოდგომის თამაშებამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები F ჯგუფში, რომელსაც გერმანიისა და საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრებები 18-18 ქულით ლიდერობენ, 9 ქულით მე-4 ადგილზეა და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩება ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს.