სპორტული კარატეს ქართული გუნდი ფრანკფურტიდან ორი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება
სპორტული კარატეს ქართული გუნდი ფრანკფურტიდან ორი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება
24.05.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.


ფრანკფურტში 22-24 მაისს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდები დაამარცხა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 3-2 დათმო და ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელა ასპარეზობა.


მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში, ჩვენი გუნდი, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 3-0 სძლია.


ისტორიული ბრინჯაოს მედლები მოიგეს: იკა სილამანიძემ, ცოტნე სორდიამ, მერაბი გელაშვილმა, ანზორ დონაძემ, ვალიკო ფონავამ, დავით დავითურმა და ნიკა თოლორდავამ.


აქვე გეტყვით, რომ ერთი დღით ადრე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი პირად ასპარეზობაში ცოტნე სორდიამ მოიგო. საქართველოს წარმომადგენელმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიელი სპორტსმენი 9-1 დაამარცხა.



ფოტო: © Karate Insights