
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-15 ტური თბილისში, „დინამო არენაზე" ქართული დერბით დაიწყო. თბილისელთა განაცხადში კვლავ იყო თორნიკე კვარაცხელია, რომელსაც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით ქომაგი, საკმაოდ მძიმე ტვირთს ჰკიდებს. თუმცა, ამ აფიშის მიუხედავადაც 54000-იან სტადიონზე, მხოლოდ 6300 გულშემატკივარი დაესწრო თამაშს, სადაც სრული უპირატესობა მასპინძლების „დინამო თბილისის" იყო, თამაშის შემდეგ კი, ტაბლოზე 0-1 ეწერა „ტორპედოს" სასარგებლოდ.
თბილისელებმა პირველი წუთებიდან იაქტიურეს და ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, რასაც რეალურად მატჩის ბოლომდე ფლობდნენ, მაგალითად, პირველი ტაიმის შემდეგ ბურთის ფლობა 56/44-თან იყო დინამოელთა სასარგებლოდ, თამაშის ბოლოს კი, 57/43-თან. ალბათ, ყველაზე საინტერესო და დასაფიქრებელი რაც არის, ამ შემთხვევაში მასპინძლები მყავს მხედველობაში, კარში დარტყმის მაჩვენებელი. „დინამო თბილისს", მთელი ამ უპირატესობის მიუხედავად, კარის ჩარჩოში ჰქონდა 0 (!) დარტყმა. ფეხბურთი კი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სპორტის ის სახეობაა, რომელშიც იგებს ის, ვიცნ კარში ურტყამს და ამასთან გოლი გააქვს. ისევ სტატისტიკას რომ დავუბრუნდეთ, თბილისელებს, მხოლოდ პირველ 20 წუთში ჰქონდა 3 კუთხური ჩამოწოდებული, 31-ე წუთზე კი, „ტორპედოს" პირველივე კონტრშეტევა გოლით დასრულდა, უბრალოდ, ფელიპე პირესზე თამაშგარე დაფიქსირდა. რადგან სიტყვამ თამაშგარეები მოიტანა, ისიც უნდა ვქვათ, რომ პროცენტულად, თამაშგარეში უფრო მეტჯერ დინამოელები ხვდებოდნენ, თუმცა, ამ მოცემულობაშიც კი, საქმე კარში დარტყმამდე (!) არ მისულა. „ტორპედოს 33-ე წუთზე ჰქონდა კიდევ ერთი მომენტი, ამჯერად კომენ ანდრიჩს გიორგი ლორიამ აუღო, რომელსაც თამაშის წინ, მორიგ საიუბილეო თარიღთან (300 მატჩი „დინამო თბილისის" მაისურით) დაკავშირებით, მორიგი სუვენირი გადასცეს.
სურათი, მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა - თემურ ქეცბაიას გუნდი შეტევაში იყო, მაგრამ რეალურად კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა, მაგალითად ისე, როგორც 53-ე წუთზე როდესაც გიორგი ხარაიშვილის გადაცემა, ირაკლი სირაძემდე არ მივიდა და მომენტი დაიკარგა. 61-ე წუთზე კი, ვერ გაიტანა „ტორპედომ", თან ცარიელ კარში - ლადო მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ, ანდრიჩმა ცარიელ კარში დაარტყა და ძელს გაარტყა. ამ მომენტში „დინამო თბილისი" გადარჩა, აი 70-ე წუთზე კი, ფელიპე პირესმა, გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ, მარტივად მოახერხა მოედნის ცენტრში გამოსული მანუს მანტიაში გადაცმული ლორია და მშვიდად გადააგზავნა ბურთი დაუცველ კარში. რეალურად, „ტორპედოს" ყველა მომენტი, ასეთი კი, სულ ოთხი იყო, მწვავე იყო, თამაშიც, ტრადიციულად ერთი გოლის და ის, ერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. თბილისელთაგან, ვინც კარში არტყამდა და რეალურად, მეორე ტაიმში ჩანდა, გიორგი ხარაიშვილი იყო და ბოლოს, როდრიგუ რამოშუ, რომელიც ალბათ, ოდნავ ადრე რომ შემოსულიყო სათამაშოდ, იქნებ გაეტანა კიდეც. ასეა, თუ ისე, „ტორპედომ" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში, „იბერია 1999"-ს, რომელსაც ტურის თამაში ხვალ აქვს, ერთ ქულაში მიუახლოვდა.
დღესვე, „პეტრო არენაზე" „გაგრამ", გორის „დილას" უმასპინძლა. საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მშრალად, 0-0 დასრულდა, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა 52-ე წუთზე დავით მუჯირს ჰქონდა, თუმცა, დავით კერესელიძემ მას აუღო. ახლოს იყო „კერესა" 63-ე წუთზეც მოეგერიებინა გაგრელთა მორიგი იერიში, თუმცა, კლაუდინეიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. 81-ე წუთზე გორელებს ჟოაო არაუჟო გაუძევეს, ეს კი, გუნდისთვის, რომელიც ვერც შეტევაში ვარგოდა დღეს ბევრად და თანაც აგებდა, საბოლოო განაჩენი აღმოჩნდა. 86-ე წუთზე ანდრი ანდრეიჩუკმა „დილას" მეორე გოლი გაუტანა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 2-0. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით „გაგრამ" ნავსი გატეხა და საჭირო ქულები აიღო. ახლა, გუნდს, 14 ქულა აქვს, თუმცა, მაინც ჯერ-ჯერობით, კვლავ ცხრილის მე-9 საფეხურზე რჩება.
ხვალ, ტური 19:00 საათიდან წყალტუბოში განახლდება.
19:00 „სამგურალი" - „იბერია 1999"
21:00 „დინამო" ბათუმი - „რუსთავი
21:00 „სპაერი" - „მეშახტე"
სფფ-ის ფოტო / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








