ზედიზედ მეორედ „აპოლო“ საქართველოს ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ „აპოლო“ საქართველოს ჩემპიონია
20.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთელთა კლუბი „აპოლო" მეორე სეზონია ქვეყნის მთავარი ტიტულის მოგებას ახერხებს. საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად წრიული სისტემით ჩატარდა და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა, ოქროს მედლები, ბოლო წლების ტრადიციულმა მეტოქეებმა გაითამაშეს.


უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პირველობა სამ წრედ ჩატარდა, საერთო ჯამში კი, გუნდება 21-21 მატჩი გამართეს. ერთადერთი კლუბი, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო სწორედ, „აპოლო" აღმოჩნდა. „დინამო თბილისთან" ბოლო დაპირისპირებაში „აპოლომ" პირველივე მეოთხედში მოახერხა სამ-ბურთიანი სხვაობით დაწინაურება და ეს მონაკვეთი 5-2 მოიგო. მეორე პერიოდში გუნდებმა 3-3 გოლის გატანა მოახერხეს. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე 8-5 იყო „აპოლოს" სასარგებლოდ. მეორე ტაიმში კი, მოქმედმა ჩემპიონმა ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდეს, მესამე პერიოდი 4-2, ხოლო ბოლო 7-3 მოგო და საბოლოოდ, 19-10 გაიმარჯვა.

 


„ოქროს" მატჩში გოლები გაიტანეს:


„აპოლო": რაზმაძე, მალიშაუ, მაჭავარიანი (1), ვუკსანოვიჩი (3), ბითაძე, როგაჩი (3), ჯახაია (2), სარიჩი (1), მუდრაჯია (2), ვარგა (3), გიორგაძე (1), კირიაკიდი, კაპანაძე, კიკალეიშვილი, ვუკიჩევიჩი (1)


„დინამო თბილისი": გვეტაძე, ვეშაგური (1), დიხტიარენკა, ტყეშელაშვილი (3), ავერკა (1), ბოჩანი (2), ყურაშვილი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), დრაცკოვიჩი (1), მჭედლიშვილი


აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილი და შესაბამისად, ვერცხლის მედლები „დინამო თბილისს" ერგო, რომელმაც 54 ქულა დააგროვა. 43 ქულით მესამე ადგილი „არენამ", მეოთხე „თბილისმა" (38), მეხუთე - „ოლიმპმა" (23), მეექვსე „ლაგუნა-ვერე" (22), მეშვიდე „იმერმა" (9) და ბოლო, მერვე ადგილი „ლოკომოტივმა" (0 ქულა) დაიკავეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ შარშანდელის მსგავსად, ევროტურნირებზე საქართველო ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

 


ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია