სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედალოსანია
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედალოსანია
24.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კაიროში მიმდინარე მსოფლიო თასზე დღეს, პირადი ასპარეზობა დასრულდა. ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მოგები მედალი ქართველო მოფარიკავისთვის რიგით მესამეა, რომელიც მან ერთი თვის მანძილზე მოიგო. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ, ეს სოლიდური განაცხადია. გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატი 16-21 ივნისს, საფრანგეთში ჩატარდება.


სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. თავდაპირველად, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ინდოელი კარან სინი 15-8 დაამარცხა. ამის შემდეგ, 1/16 ფინალში იაპონელი კაიტო სტრიტსის სძლია 15-4. უკვე მომდევნო დუელში, 1/8 ფინალში, სანდრომ ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე რუსი პაველ გრაუდინი 15-7 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ამ ეტაპზე მისი მეტოქე ამერიკელი ვილიამ მორილი იყო, რომელსაც 15-10 მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა. თუმცა, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისთან 8-15 დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


აქვე გეტყვით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს გიორგი ურუშაძემ და ალექსანდრე თავართქილაძემ, თუმცა, ქართველები ასპარეზობას საწყისს ეტაპზევე გამოეთიშნენ.


ეგვიპტის დედაქალაქში ხვალ, 24 მაისს გუნდური ასპარეზობა გაიმართება, რომელშიც საქართველოს კაცთა ნაკრები სანდრო ბაზაძის, გიორგი ურუშაძისა და ალექსანდრე თავართქილაძის შემადგენლობით იასპარეზებს.



ფოტო: (c) FIE - International Fencing Federation