
საქართველოს მოცურავეთა ნაკრებმა 16 მაისიდან სამი დღის მანძილზე ბელგიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საერთო ჯამში, 13 ქვეყნის 500 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ცნობით ქართველმა მოცურავეებმა 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირზე დამყარდა 15 ახალი ეროვნული რეკორდი, დაფიქსირდა 23 პირადი საუკეთესო შედეგი და ჩვენი სპორტსმენები 16-ჯერ გავიდნენ ფინალში.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, გთავაზობთ, კონკრეტული სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ შედეგებს:
ნოე ფანცხავა - 100 მ. გულაღმა ცურვაში 0:54.91 დააფიქსირა, საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნოე გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც ეს დისტანცია 55 წამზე ნაკლებში გაცურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მან პირველად შეძლო ამ დისტანციაზე 100 მ გულაღმა ცურვაში საკუთარი შედეგის გაუმჯობესება.
ანა ნიჟარაძე - 100 მ. გულაღმა ცურვაში ოქროს მედალს დაეუფლა და საქართველოს რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა დილის საკვალიფიკაციო გაცურვაში 1:03.50, ხოლო ფინალში 1:02.64.
ანა კალანდაძე - 400 მ. თავისუფალ ყაიდაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საკუთარი საქართველოს რეკორდი 2 წამით გააუმჯობესა 4:16.48.
გოგონების გუნდმა 4x100 კომპლექსურ ესტაფეტაში საქართველოს რეკორდი 9 წამით გააუმჯობესა 4:20.68 შემადგენლობა: ივანოვა ანა, კალანდაძე ანა, ნიჟარაძე ანა, მიქელაშვილი ანასტასია.
ისტორიული აღმოჩნდა 4X100 გუნდური კომპლექსური ესტაფეტა - ნოე ფანცხავა, ლუკა ერაძე, ანდრია ჩხიკვაძე და ანდრეა ფოლადაშვილი ოქროს მედლებსა და საქართველოს ახალ რეკორდს დაეუფლნენ - 3:48.89.
![]() |
![]() |
ამას გარდა, ქართულმა გუნდმა 2023 წელს დამყარებული რეკორდიც გააუმჯობესა (3:49.34). ეს თანამედროვე ქართული ცურვის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირზე გუნდურ ასპარეზობაში.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველად უხელმძღვანელა ფრანგმა სპეციალისტმა ოლივიე სანგარაიამ.





ჩვენ










