
2026 წლის სექტემბერში, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ფეხბურთის ევროპული ოჯახის წევრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალა ფორმატს განიხილავენ და დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ კიდეც. თუმცა, მანამდე, უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ ცვლილებებზე კიდევ იმუშავებენ, გააანალიზებენ უეფა-ში შემავალი ფედერაციები.
2028-2029 წლების სეზონიდან, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უეფა-ს ერთა ლიგის ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება სურს. ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, ნაცვლად არსებული 4 ლიგისა, ახალი ფორმატით გუნდები 3 ლიგაში გადანაწილდებიან. ამრიგად შედგება ორი 18 და ერთი 19 გუნდიანი ლიგა, თითოში 3-3 ჯგუფით, სადაც შესაბამისად 6-6 გუნდი შევა. შესაბამისად თითო ნაკრებს, სახლი-გასვლის პრინციპით, 6-6 მატჩს ჩაატარებენ სამ სხვადასხვა ჯგუფის გუნდებთან. ამასთან, ბოლო C ლიგაში, სამიდან ერთ ჯგუფში ექვსის ნაცვლად იქნება 7 გუნდი. აქვე, უეფა აზუსტებს, რომ ამ 7-გუნდიანი ჯგუფის კალენდარი ერთი სანაკრებო ფანჯრით ადრე დაიწყება ვიდრე სხვა დანარჩენის.
ახალ ფორმატში, ცვლილება არ შეხებია მეოთხედფინალებს, ოთხთა ფინალს და დაწინაურება/დაქვეითების ფლეი-ოფებს.
A ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო დარჩენილი საგზურები პლეი-ოფებით განაწილდება. ახალი სისტემა B ლიგის გუნდებსაც უნარჩუნებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას. მასპინძელი ქვეყნები, მიუხედავად ავტომატური კვალიფიკაციისა, საკვალიფიკაციო ეტაპში მაინც ჩაერთვებიან, რაც მათ მომავალ ერთა ლიგის პოზიციაზე იმოქმედებს
„ახალი ფორმატი მოაწესრიგებს შეჯიბრის ბალანსს, შეამცირებს არაფრის მომცემ მატჩებს, ფანებს უფრო სანახაობრივ და დინამიურ თამაშებს შესთავაზებს, ამასთანავე ყველა გუნდს მისცემს კვალიფიკაციის მისაღებად თანაბარ შანსებს, დამატებითი თამაშების დანიშნვის გარეშე საერთაშორისო კალენდარში.
ამასთანავე, ეს ცვლილება გაზრდის უეფა-ს ეგიდით მოასპარეზე კაცთა ეროვნული ნაკრებებისთვის ღირებულებებს. ასე, რომ ახალი სისტემის ამოქმედებას მოუთმენლად მოველით", - ამბობს ალექსანდერ ჩეფერინი, უეფა-ს პრეზიდენტი კომენტარში, რომელსაც უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ახალი კონცეფცია, უეფა-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც რა თქმა უნდა, სფფ-ის დელეგაციაც იყო, სტამბოლში 20 მაისს, უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალამდე წარადგინეს. აღმასკომის სხდომაში მონაწილეობა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიიღო. უეფა-ს წევრ ქვეყნებთან სამუშაო შეხვედრაში კი, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
ბუნებრივია, ახალ ფორმატზე და ამ გადმოსახედიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების პერსპექტივაზე ჩვენ ქართული საფეხბურთო
მამაკაცთა სანაკრებო ტურნირების ახალი ფორმატის სქემა იხილეთ ბმულზე.
ფოტო: სფფ





ჩვენ








