ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა
20.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ვინი სანიოლიმა რუმინეთისა და ბაჰრეინის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ 26 ფეხბურთელს გამოუძახა, რომელთა შორის ერთი, ირაკლი იეღონი , დებიუტანტია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 22 წლის ნახევარმცველს, რომელიც ნიდერლანდებში „ექსელსიორის" ღირსებას იცავს, საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. რამაზ სვანაძის გუნდიდან ვილის ნაკრებში კიდევ ერთი სახე, საბა ხარებაშვილი დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 30 მაის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ელის, „კვარა" ვილის შემადგენლობაში არის და ის დიდი ალბათობით, უშუალოდ თამაშების წინ შეუერთდება გუნდს.


ივნისის სანაკრებო შეხვედრებზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უოტფორდი", ინგლისი), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი", ისრაელი), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი", საქართველო); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („უნივერსიტატია" კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი ქვილითაია („მეცი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)


ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოძახებული გურამ კაშიაც, რომელიც 2 ივნისს, რუმინეთის მატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს ბოლოჯერ მოირგებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 23 მარტს თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა (იხილეთ ბმული).


საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისიდან დაიწყებს. ვილის გუნდს ფეხბურთელები საკლუბო კალენდრიდან გამომდინარე მიემატებიან.


შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად  2 ივნისს, რუმინეთის დაუპირისპირდება და ეს იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩი. 5 ივნისს კი, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ჩვენი ინფორმაციით, მატჩებზე დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ არის გაყიდვაში.