ლუკა გადრანის „ბეითარი“ ერთი ტურით ადრე ლიგა ჰაალში მეორე ადგილზეა
ლუკა გადრანის „ბეითარი“ ერთი ტურით ადრე ლიგა ჰაალში მეორე ადგილზეა
20.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქართული ლეგიონის ერთი წარმომადგენლის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ლუკა გადრანის მორიგი სათამაშო დღე იყო. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ლიგა ჰაალის 35-ე ტურის შეხვედრაში, ლუკა ორივე გუნდში ყველაზე სტაბილური და სანდრო ფეხბურთელი იყო. საბოლოოდ, გადრანმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 7.6 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა, მანამდე იყო გასვლითი შეხვედრა „ჰაპოელი ფეთაჰ თიკვას" წინააღმდეგ, სადაც მისმა „ბეითარი იერუსალიმმა" ფრედ, 0-0 ითამაშა.


მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ბეითარის" მთავარმა მწვრთნელმა ქართველი გაიყოლა. გადრანმა ყურადღება გაამახვილა დარჩენილი ორი თამაშის მნიშვნელობაზე. „ბოლო ორ თამაშში, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე. მე მჯეროდა, რომ თუ ამ ორ თამაშს მოვიგებდით, ჩვენ პირველ ადგილზეც შევძლებდით გასვლას", - თქვა თამაშამდე ერთი დღით ადრე ლუკამ, თუმცა, მისმა გუნდმა ქულები დაკარგა.  


ბოლო ტურის წინ, ლუკა გადრანის „ბეითარს" 75 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება „ჰაპოელ ბეერ შევას" და 10 ქულით უსწრებს თელ-ავივის „მაქაბის". 2026-2027 წლების სეზონში, „ბეითარი" უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს საერთაშორისო ასპარეზობას. თუმცა მანამდე, ლიგა ჰაალის ჩემპიონშიპის ჯგუფში „ბეითარს", თელ-ავივის „ჰაპოელის" წინააღმდეგ, ჩემპიონატის ბოლო, 36 ტური აქვს ჩასატარებელი.


2025-2026 წლების სეზონში „ბეითარმა" 29 მატჩი ჩაატარა. ქართველის ანგარიშზე ბოლო ტურამდე 1 გოლი, 1 ასისტი და 9 ყვითელი ბარათია.


შეგახსენებთ, რომ მომდევნო ათ დღეში ქართველ ლეგიონერებს დასკვნითი საკლუბო თამაშები ელით. ამის შემდეგ, კი, მათი ნაწილი ივნისში დაგეგმილი ორი სპარინგის წინ, სანაკრებო შეკრებას შემოუერთდება.


21 მაისი

21:00 ლატვიის ვირსლიგა / რსფ - „ელგავა"

16:30 უკრაინის პრემიერ ლიგა / „შახტარი" - „კოლოსი" კოვალივკა

19:00 საბერძნეთის სუპერ ლიგა გასავარდნი ჯგუფი / „ატრომიტოსი" - „პანსერაიკოსი"


23 მაისი

19:00 აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „აზალ პკფ" - „ზირა"

19:00 ლიგა ჰაალი ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ბეითარი იერუსალიმი" - „ჰაპოელი" თელ-ავივი


24 მაისი

19:00 ინგლისის პრემიერ ლიგა / „ლივერპული" - „ბრენტფორდი"

23:00 ესპანეთის ლა ლიგა / „ვილიარეალი" - „ატლეტიკო" მადრიდი

20:30 ესპანეთის ლა ლიგა 2 / „მალაგა" - „რასინგი"

20:15 პორტუგალიის ტაჩა დე პორტუგალი / „სპორტინგი" - „ტორეენსე"


25 მაისი

21:30  ბულგარეთის პირველი ლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „ცსკა 1948" სოფია - „ლევსკი"

21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" ბუქარესტი - „უნივერსიტატია" კრაიოვა


26 მაისი / საპასუხო 29 მაისი

22:45 საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეი-ოფი / „სენტ ეტიენი" - „ნიცა"