ფუტსალის ლიგაში ფინალში კსუ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ითამაშებენ
ფუტსალის ლიგაში ფინალში კსუ და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ითამაშებენ
19.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ლიგა დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონატში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა, უკვე გაირკვნენ ფინალისტებიც. სეზონის მეორე ტიტულისთვის კსუ (რომელმაც 4 მაისს საქართველოს თასი მოიგო), ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან ფუტსალის კლუბს „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს" შევხდება. თამაშები 25 და 29 მაისს, ასევე, 3 ივნისს არის ჩანიშნული და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.


1/2 ფინალებში კსუ-მ ორ შეხვედრაში პსპ-ს დამარცხება მოახერხა (4-1, 2-1), რაც შეეხება „ნიუ ვიჟენს", მან ფინალში გასასვლელად „არმიას" დამარცხება, ასევე ორი შეხვედრის შემდეგ მოახერხა (4-3, 5-4).


აქვე გეტყვით, რომ ქვედა ოთხეული ფუტსალის ძლიერთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამ ეტაპისთვის, ერთადერთი კლუბი ქვედა ოთხეულიდან, რომელიც ფუტსალის ლიგაში ადგილს ინარჩუნებს და მე-5 ადგილით ასრულებს ასპარეზობას „დინამო თბილისია", რომელიც ბოლო ტურის შეხვედრას 21 მაისს გამართავს.


აქვე გეტყვით, რომ დებულების თანახმად, ქვედა ოთხეულში ბოლო ადგილზე გუნდი, ერთი ლიგით დაქვეითდება. ბოლოს წინა ადგილი კი, ქვედა ლიგის მეორე ადგილოსანთან ფლეი-ოფს ითამაშებს.


ფუტსალის ლიგა 2-ში 1/2 ფინალები 26 მაისიდან დაიწყება. ერთმანეთს „თსუ"-„ქუთაისი" და UG2 -ბსსა დაუპირისპირდებიან. ისევე, როგორც ფუტსალის ლიგაში, აქაც, 1/2 ფინალებს გუნდები ორ მოგებამდე ითამაშებენ. ხოლო ფინალში სამ მოგებამდე. ამის შემდეგ,  ფინალში გამარჯვებული, ავტომატურად ფუტსალის ლიგაში ამოვა, ფინალში დამარცხებული კი, ფუტსალის ლიგის მე-7 ადგილოსანთან ფლეი-ინს ითამაშებს.