
რამდენიმე საათის წინ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF)-მა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ტოპ ათეულში ოთხ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი ჯუდოკა არის მოხვედრილი.
26 წლის ქართველი ჯუდოკა ქალი ეთერ ლიპარტელიანი, -57 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგის ნომერი პირველია. ეთოს ამ მომენტისთვის 5021 ქულა აქვს და 871 ქულით უსწრებს იაპონელ მომო ტამაოკის. სენიორების მსოფლიო რეიტინგი ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 18 მაისს განაახლა.
ოთხი ადგილით დაქვეითდა -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი, რომელიც განახლებულ რეიტინგში 3010 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
რეიტინგის ათეულში არიან -90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური. ლუკა, 4104 ქულით მე-2 ადგილზეა და განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით არის დაწინაურებული. რაც შეეხება ბექაურს, ის მე-4 ადგილზეა 3508 ქულით.
მსოფლიო რეიტინგის ათეულს, მხოლოდ 14 ქულა აშორებს ილია სულამანიძეს, რომელსაც ამ მომენტში -100 კგ წონით კატეგორიაში 3082 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ ატის ის პოზიცია სადაც ქართველი ჯუდოკა უნდა იყოს.
ორი ქართველი არის განახლებული რეიტინგის +100 კგ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილმა ერთი ადგილით ქვევით, მე-4 ადგილზე ჩამოინაცვლა და 3195 ქულა აქვს. ირაკლი დემეტრაშვილმა კი, ოთხი ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 2932 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
დაწვრილებით, განახლებული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








